422. რისთვის გვეძლევა საკვები?
მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ე...
იხილეთ სრულად
მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს) ან - როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე - ამპარტავნებისგან, ხშირად კი - ნაყროვანებისგანაც. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატან...
link
რომელია უმთავრესი ვნება?
იხილეთ სრულად
წმიდა მამები ამბობენ, რომ თორმეტი ვნება არსებობს და ვინც მათ შორის უმთავრესს, ამპარტავნებას, თავისი ნებით მიიღებს, მისი საშუალებით დანარჩენ თერთმეტსაც თავისთან განუმზადებს ადგილს, მაშინ როდესაც სხვა მანკიერებანი, პირველ რიგში, მის საპირისპირო სათნოებებს აუკუღმართებენ. მაგალითად სიძვა - სიწმინდეს, შური - სიყვარულს, ნაყროვანება - თავშეკავებულობას და ა.შ.
link
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნის...
იხილეთ სრულად
ეს ამბავი ახლობელმა მ. ჯ.-მ მიამბო: მამა გაბრიელთან ერთ მორწმუნეს სულიერად დაავადებული ქალი მიუყვანია. ამ ადამიანს, თურმე, მუდმივი გაუმაძღრობა სჭირდა, დანაყრებას ვერ გრძნობდა და დაუსრულებლად ჭამდა. მამა გაბრიელს ერთ-ერთი მონაზვნისთვის დაუვალებია, ხაბიზგინები გამოეცხო, რათა ამ ქალისათვის მიერთმია. როდესაც ხაბიზგინები მოიტანეს, ბერმა ყველა ამ ქალბატონს დაუდო წინ. ქალს, თურმე, ბოლოს აღარ შეეძლო და ორი ცალი დაუტოვებია. მამა გაბრიელმა ისინი თან გაატან...
link
58. როცა რომელიმე უწმინდურ ვნებას, მაგალითად, ნაყროვანებას ან მრუშობას, ან ანგარებას დაამარცხებ, მაშინვე თავს პატივმოყვარეობის გულისთქმა დაგესხმება. ხოლო როცა მას დაამარცხებ, ამპარტავნობის გულისთქმა დაგძლევს.
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის ...
იხილეთ სრულად
55. თავმოყვარეობა, როგორც არაერთგზის თქმულა, ყველა ვნებიანი გულისთქმის მიზეზია, რამეთუ მისგან სულის გულისთქმის ნაწილის სამი უმთავრესი გულისთქმა წარმოიქმნება: ნაყროვანება, ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა. ნაყროვანებას სიძვის გულისთქმა მოჰყვება, ვერცხლისმოყვარეობას - ანგარებისა, პატივმოყვარეობას - ამპარტავნობისა, სხვა დანარჩენი კი, მაგალითად; მრისხანების, გულღვარძლიანობის, სასოწარკვეთის, შურის, ცილისწამებისა და სხვა გულისთქმანი, აღნიშნული სამ...
link
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, ...
იხილეთ სრულად
11. ღვთისათვის სათნოა სიყვარული, უბიწოება, ცოდნა და ლოცვა. სხეულისათვის კი სათნოა ნაყროვანება, თავშეუკავებლობა და ყოველივე ამის მსგავსი. ამიტომ "რომელნი იგი ხორცთა შინა არიან ღმრთისა სათნო ყოფად ვერ ძალ-უძს" (რომ 8.8). ხოლო "მათ, რომელნიც არიან ქრისტესნი, ჯვარს აცვეს ხორცი მისი სურვილებითა და ვნებებით" (გალ. 5,24).
link
7. ნაყროვანება და გემოთმოყვარეობა არის სიბილწის მიზეზი; ვერცხლისმოყვარეობა და პატივმოყვარეობა - მოყვასის სიძულვილისა; მათი მშობელი. თავმოყვარეობა, კი ორივეს მიზეზია.
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (...
იხილეთ სრულად
4. ბოროტებაა არა საკვები, არამედ ნაყროვანება, არა შვილიერება, არამედ სიძვა, არა ფული, არამედ ვერცხლისმოყვარეობა, არა დიდება, არამედ პატივმოყვარეობა. და როცა ეს ასეა, მაშინ არაფერია ბოროტი, გარდა ბოროტად გამოყენებისა, რაც ბუნების (სულიერი ძალები და მათი კეთილად წარმართვა) მოქმედების საკითხში გონების დაუდევრობით გამოიხატება.
link
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვა...
იხილეთ სრულად
59. ერიდე ბოროტებათა მშობელს, თავმოყვარეობას, რომელიც სხეულის უგონო სიყვარულია, რამეთუ მისგან, მოჩვენებითი სიკეთის სახით, წარმოიშობა სამი პირველი და თანდაყოლილი ვნება და დაუოკებელი გულისთქმანი, კერძოდ კი ნაყროვანება, ვერცხლოსმოყვარეობა და პატივმოყვარეობა, რომელთა საბაბი აუცილებელი ხორციელი მოთხოვნილებებია; მათგან კი წარმოიქმნება ვნებათა მთელი გროვა. აი, ამიტომ, როგორც ნათქვამია, სავსებით უნდა განვუდგეთ თავმოყვარეობას და უდიდესი სიფხიზლით ვებრძოლო...
link