წმ. იოანე სინელი (კიბისაღმწერელი)

მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: -

მოგითხრობთ, თუ რა შევიტყვე ერთი კაცისგან, რომელიც ბაგის მდუმარებაზე მესაუბრებოდა: - მრავლისმეტყველებას აუცილებლად რაიმე კონკრეტული მიზეზი უდევს საფუძვლად: ან ბოროტი და თავშეუკავებელი ცხოვრების წესი და ჩვევები (რადგან, რამდენადაც ენა ამ სხეულის ბუნებრივი ნაწილია, რასაც შეაჩვევ, იმის გაკეთებას ითხოვს) ან - როგორც ხშირად მოღვაწეებს ემართებათ ხოლმე - ამპარტავნებისგან, ხშირად კი - ნაყროვანებისგანაც. ამიტომ, ხშირად ხდება, რომ, როდესაც ზოგიერთი ძალდატანებითა და იძულებით მუცელს ალაგმავს, ენასა და მრავლისმეტყველებასაც ეშველება ხოლმე
 
თემატური კითხვები
0