სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები
სიტყვა, ენა - ციტატები, გამონათქვამები სიტყვა, ენა, გამონათქვამები, ციტატები
თითოეული დღე, საათი და წუთი აღბეჭდილია ჩვენი კარგი ან ცუდი ქმედებით, კარგად ან ცუდად მეტყველებით.
სამყაროს წარმოშობის შესახებ ბიბლიაში წერია: „თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი... და იქმნა ასე. თქვა ღმერთმა: იყოს მნათობები ცის მყარზე დღისა და ღამის გასაყრელად, დრო-ჟამის აღმნიშვნე... იხილეთ სრულად
ნებისმიერ ჩვენს ქმედებას, ჩვენს სიტყვასა და გულისზრახვას უნდა შევხედოთ როგორც ნაბიჯს, გადადგმულს ზეცისკენ ანდა ჯოჯოხეთისკენ.
ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.
დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს, სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვ... იხილეთ სრულად
ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ.