ავტორი:
ილია II
მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს „მე“-დ, ვაქცევ!
მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს „მე“-დ, ვაქცევ!
ჩვენ ვმოქმედებთ გონებით, სიტყვით, საქმით, გრძნობით და პასუხს ვაგებთ ფიქრზე, რომელიც გონებაში გვაქვს, საქმეზე, რომელსაც ვაკეთებთ, ტკივილზე თუ სიხარულზე, რომელსაც განვიცდით, სიტყვაზე, რომელსაც ვამბობთ, მზერაზეც კი... რადგან ეს ჩემი აზრია, ჩემი გრძნობაა, ჩემი მოქმედებაა, ჩემი სიტყვაა, ჩემი განწყობაა. მე ვქმნი ამ ყოველივეს და ჩემს „მე“-დ, ჩემს ინდივიდუალურ ყოფად ვაქცევ.
წარმოიდგინეთ, მუდმივად რამდენი მიმართულებით ვავლენთ თავს. ამასთან, უმეტეს შემთხვევაში არც ვუკვირდებით და ვერც ვაცნობიერებთ, რას ვაკეთებთ, რატომ და როგორ ვმოქმედებთ.