
ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
წყარო:
სულიერი ცხოვრების სახელმძღვანელო - ნაწილი II [გვ. 31]
416. ზოგჯერ ვხედავ, რომ ჩემს აზრს გულში მხეცებივით გარს ერტყმიან ბოროტი აზრები, მაგრამ ოდნავადაც ვერ
416. ზოგჯერ ვხედავ, რომ ჩემს აზრს გულში მხეცებივით გარს ერტყმიან ბოროტი აზრები, მაგრამ ოდნავადაც ვერ მაზიანებენ. რას ნიშნავს ეს?
ეს მტრის ხიბლია, რომელშიც ამპარტავნება იმალება, და მათ სურთ დაგარწმუნონ, რომ ბოროტი აზრები ოდნავადაც ვერ გაზიანებენ, რათა ამ გზით გაგიამაყონ გული. მაგრამ შენ ეს კი ნუ მოგხიბლავს, არამედ შენი უძლურება და ცოდვები გაიხსენე და მტრის წინააღმდეგ დასახმარებლად ღვთის სახელს მოუხმე.
|