წმიდაო მამაო, რა არის მიზეზი იმისა, რომ მაგალითად, ორ მორჩილს მოძღვრსადმი სხვადასხვა ზომის ნდობა
წმიდაო მამაო, რა არის მიზეზი იმისა, რომ მაგალითად, ორ მორჩილს მოძღვრსადმი სხვადასხვა ზომის ნდობა აქვს?
ზოგიერთი კი, საკმარისია, მისდამი მცირედი ყურადღება გამოავლინო, ან კეთილი სიტყვა უთხრა, ფრთაშესხმულივით ფრენს. მაგრამ, თუ ყურადღებას არ მიაქცევ, განაწყენდება და უკიდურესობაში ვარდება. ეს უკიდურესობა მტრისგან არის. მაგალითად, ასეთი ადამიანები შეამჩნევენ სრულიად უმნიშვნელო რამეს, ამაზე ააგებენ ყოვლად უსაფუძვლო ეჭვებს, რომელზედაც საკუთარ განწყობას აფუძნებენ. მერე კი თანდათან რწმუნდებიან, რომ ყველაფერი სწორედ ისეა, როგორც ისინი ვარაუდობდნენ. მაგალიად, როდესაც ვინმეს ფიქრში წასულს ნახავენ, ისინი იფიქრებენ, რომ ეს ადამიანი მათზეა ნაწყენი; ამ დროს შესაძლოა, მას თავისი საფიქრალი აქვს. რამდენიმე დღის წინ რამდენიმე ადამიანი მესტუმრა და თავისი ნაცნობის შესახემ მკითხა: "რატომაა, რომ ადრე ყოველთვის მესაუბრებოდა, ახლა კი - აღარ? იქნებ შენიშვნა რომ მივეცი იმიტომ"? მე ვუპასუხე: "იცი, შეიძლება, შემოგხედა და უბრალოდ - ვერ გიცნო, ან იქნებ ახლობელი ავად გაუხდა და იმაზე ფიქრშია, თუ სად იპოვოს ექიმი, ან იქნებ საზღვარგარეთ წასვლას აპირებს და ფიქრობს, სად იშოვოს ფული, რამდენი მიზეზი შეიძლება იყოს"?! მართლაც აღმოჩნდა, რომ ის ადამიანი, ვისზედაც ვსაუბრობდით, ძალიან შეწუხებული იყო ახლობლის ავადმყოფობით. მის ნაცნობს კი სურდა, რომ აუცილებლად შეჩერებულიყო მასთან სასაუბროდ, შედეგად კი - მრავალი ზრახვით იტანჯავდა თავს.
|
|