ილია II
ავტორი: ილია II

ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი?

ვისი დამსახურებაა ეს, თუ არა ჩემი?

მე თუ ჭკვიანი ვარ და ჩემს საქმიანობაში წარმატებული, თუ დამოუკიდებლად შევძელი ქონების შეძენა ან გავლენის მოპოვება, წმიდა მამები ამ კითხვაზე მათ ასე პასუხობენ:
    შენ შეგეძლო გეამაყა იმით, შენს შობამდე რომ გეარსება და გქონოდა რამე, მაგრამ რადგან ღმერთის შექმნილი ხარ და არარსებობიდან არსებობაში შემოსული, ყველა სიკეთე, რაც შეიძინე, ღვთის საჩუქარია და ნაკლებად შენი დამსახურება. შესაბამისად, თუ მოიძიებ ისეთ რამეს, რაც გაგიკეთებია გონებისა და გულის გარეშე, შენი ნამოქმედარია, დანარჩენი კი უფლის მიერაა ნაბოძები და ტყუილად ითვისებ.
    თუ კარგად დააკვირდები, შეიცნობ, რომ შენი მარტო შენი ნებაა, რომ შენია მხოლოდ სურვილი და არჩევანი იმისა, თუ ვის დაუმორჩილებ ყოველივეს, რითაც უფალმა დაგაჯილდოვა.
თემატური კითხვები
0