
ავტორი:
არქიმანდრიტი გაბრიელი (ურგებაძე)
წყარო:
ბერის დიადემა [გვ. 286]
მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ გავატარე
მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ გავატარე
მამა გაბრიელ, ეს მარხვა სულ უზეთოდ გავატარე.
(ცოტა ხნის გავლის შემდეგ) მოყვასო, დღეს ზეთი შემომწირეს და გემო ვერ გავიგე, იქნებ გამისინჯო. (ვინ გაუბედავდა უარის თქმას და იმდენი ზეთი დაალევინა, რამდენსაც მთელი მარხვის განმავლობაში ვერ მიიღებდა). შენ ერის ადამიანი ხარ, ვინ მოგცა უფლება უზეთოდ შეგენახა მარხვა. ასეთი საქციელი ამპარტავნებაში აგდებს კაცს
|