
ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი დაუსრულებელ საუნჯერ მიიღებს
ვინც ღვთის გამო უპოვარი გახდება, იგი დაუსრულებელ საუნჯერ მიიღებს
შეურყეველი სარწმუნოება ამაო საზრუნავს მოიკვეთს, ხოლო სიკვდილის გახსენება ხორცსაც უარჰყოფს
ჰოი, მონაზონნო, ნუ იქნებით ფრინველებზე ურწმუნონი, რადგან ისინი არ ზრუნავენ და არ შეიკრებენ ქონებას
ზღვის ტალღები არასოდეს შეწყვეტენ ღელვას, ხოლო ვერცხლისმოყვარის გულს მწუხარება არასდროს დატოვებს
უპოვარი კაცი წმინდა გონებით ლოცულობს, ხოლო სახმართმოყვარეს თვალწინ ნივთიერი საზრუნავნი წარმოუდგებიან
ვინც ზეციური სიკეთე იგემა, ადვილად უარჰყოფს მიწიერს, ვისაც პირველი არ უგემია, მეორე ადვილად მოჰგვრის სიხარულს
ვინც უგულისხმობით უპოვარია, ორმაგ სიკეთეს აკლდება ამქვეყნიურ სიკეთესაც განეშორება და ვერც იმქვეყნიურს მოიპოვებს
უპოვარება მიწიერ საზრუნავთაგან განრიდება, უზრუნველობა, მგზავრობა დაუბრკოლებელი, მაცხოვრის მცნებებისადმი რწმენაა. მისთვის უცხოა მწუხარება
ვინც სახმართმოყვარება დასძლია, თავისმართლებისა და პასუხისგებისაგან გათავისუფლდა. სახმართმოყვარე კი მზადაა ნემსისთვისაც კი ბოლომდე იბრძოლოს
მინახავს, რომ ქონებამ მონაზონთა შორის ერთ ადგილას მკვიდრობის მოთმინება დაბადა, მაგრამ უმეტესად ნეტარად ის მიმაჩნია, ვინც უპოვარია და უფლისთვის უცხობაშია