ანდერძი

ანდერძი

ერთხელ წმიდა არსენთან დიდმოხელე მივიდა და მისი ნათესავის, ახლადგარდაცვლილი სენატორის მიუტანა, რომლითაც ის არსენს უზარმაზარ ქონებას უტოვებდა. წმიდა ბერმა გამოართვა და უნდოდა, იქვე დაეხია, მაგრამ მოხელე ფეხებში ჩაუვარდა და შეევედრა:
    -ნუ იზამ მაგას მამაო, რადგან სასტიკად დამსჯიან!
    მაშინ ამბა არსენმა მას უთხრა:
    -ჩემი ნათესავი სენატორი მხოლოდ ახლა მოკვდა, მე კი უკვე დიდი ხანია, მკვდარი ვარ ამა ქვეყნისთვის!
    მან უკან დააბრუნა და დიდი მემკვიდრეობა არ მიიღო
 
თემატური კითხვები
6