ცრემლი, გლოვა ცოდვებისათვის - ციტატები, გამონათქვამები
უფალი რომ გვახსოვდეს, ისიც გაგვახსენდებოდა, თუ რა გვიბრძანა მან, ღვთის შიში კი სჯულისდამცავ და ყურადღებიან ადამიანებად გვაქცევდა. გავიხსენებდით სამსჯავროს, გეენის ცეცხლს და სინანულის ცრემლს დავღვრიდით.
არ მიიღო არცერთი თავმომწონე აზრი, რომელსაც სატანა გაწვდის, არამედ მუდამ განიკითხე თავი, რადგან უკეთურმა ეშმაკმა სამარცხვინო ვნებებით შეგვბილწა. რითღა უნდა ვიამაყოთ? მხოლოდ მოთქმა-გოდება და ცრემლთა მდინარე გვჭირდება, რომ ჩვენი მწიკ... იხილეთ სრულად
ვინც თავის ამქვეყნიდან გასვლას იხსენებს, მან დაამარცხა მრავლისმეტყველება, ხოლო ვინც სულიერი გლოვა მოიპოვა, ის მრავალსიტყვაობას ცეხხლივით გაურბის
ლმობიერების, სინანულის ცრემლის, სიხარულის, სიმშვიდის მოპოვება გსურს? გონების წისქვილს კეთილი აზრები მიაწოდე, მაგალითად, სულის, სიკვდილის ხსოვნის, სამსჯავროს შესახებ და სხვ. მაშინ შესაბამის სულიერ შედეგს მიიღებ! მაგრამ თუ ადამიანი ... იხილეთ სრულად
გულის ნიადაგი იმის შესაბამისად გამოიღებს ნაყოფს, როგორც დავამუშავებთ მას ლოცვით, მოვრწყავთ ცრემლით და ამოვძირკვავთ გულისსიტყვებს.
ღვთის სასუფეველში ისინი კი არ შედიან, ვისაც სინანული არ აქვთ, არამედ ცოდვილები, რომლებიც სინანულმა და ცრემლებმა გარდაქმნა.