სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები
სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება - ციტატები, გამონათქვამები სიწმინდე, უბიწოება, უმანკოება
ვისაც სჯერა აღდგომის, ყველას გვმართებს ზრუნვა, როგორც სულის, ისე სხეულის სიწმინდისათვის, რათა ჩვენზეც აღსრულდეს იესოს ნათქვამი: „ვისაც მე ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ... იხილეთ სრულად
სასუფევლის კარი ღიაა ყველა ქრისტიანისთვის, რომელნიც სულით და ხორცით განწმენდილნი წარდგებიან ღვთის წინაშე. ასეთ ადამიანთა სულებს ჯოჯოხეთი უკვე ვეღარ ეხება და გარდაცვალებიდან ორმოცი დღის შემდეგ ისინი უფლის სავანეთა შინა განისვენებენ... იხილეთ სრულად
განწმენდისა და ცოდვის ბიწისაგან გათავისუფლების პროცესი სულიერი ღვაწლითა და მრავალი განსაცდელის ღირსეულად დათმენით ყველამ პიროვნულადაც უნდა აღვასრულოთ
სულიერი ფერისცვალება მხოლოდ ეკლესიაშია შესაძლებელი, რადგან სულიწმინდა აქ მოქმედებს მთელი ძალით და აქ აღესრულება საიდუმლონი, რომელნიც განწმენდენ და განანათლებენ მორწმუნეთ.
მორწმუნე აუცილებლად უნდა მისდევდეს ეკლესიური ცხოვრების წესს, იცავდეს და ასრულებდეს მარხვის, ლოცვის, ნათლობის, აღსარების, ზიარების, სახლის კურთხევის, ჯვრისწერისა და სხვა საიდუმლოებებს, რომელთა გარეშე შეუძლებელია განწმენდა.
სული ამქვეყნად ყველაზე დიდი საუნჯეა. თუ საცხოვრისი დაულაგებელია, წარჩინებული პიროვნება იქ არ დაბინავდება, მსგავსად ამისა, არც სული დაიმკვიდრებს იქ, სადაც უსუფთაობაა