
ავტორი:
ილია II
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის
გზა განწმედისა და განთავისუფლებისა რთულია და ძნელი. ბოროტის დათრგუნვა - ცოდვის საკვრელთაგან თავის დახსნა შესაძლებელია მხოლოდ ჩვენი ძალების უკიდურესი დაძაბვით. ამ დროს პიროვნებამ სრულად უნდა გამოავლინოს უფლის მიერ მიმადლებული ნიჭი, რითაც თითოეული ჩვენგანი არის დაჯილდოებული. მშვენივრად ამბობს ფილოსოფოსი ნიკოლოზ ბერდიაევი: "მხოლოდ საკუთარი თავისგან განთავისუფლებულმა ადამიანმა შეიძლება დაიბრუნოს თავისი თავი". უნდა როგორმე მოვიხსნათ ჩვენი ამპარტავნების, ჩვენი "მეს" მძიმე ტვირთი.