ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები
ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება - ციტატები, გამონათქვამები ცოდვებისგან, ვნებებისგან განთავისუფლება
სრულყოფის გზა ერთადერთია. იგი გულისხმობს სინანულს და ცოდვათაგან განთავისუფლებას; ეს კი მხოლოდ სულიწმიდის მადლით და იესო ქრისტეს მტკიცე რწმენით მიიღწევა.
თუ ჩვენ ჩვენს თავს ვერ მოვერევით, ვერ ვძლევთ ჩვენს სიამაყეს, ჩვენს მრისხანებას, შურს, დიდებისმოყვარებას, ხორციელ ვნებებს, მომხვეჭველობას, სიძულვილს, განკითხვას და სხვა მანკიერ თვისებებს, აუცილებლად ცოდვის ჭაობში დავინთქმებით.
არ უნდა შევუშინდეთ განსაცდელს. იგი საშუალებაა სულიერი წრთობისა და ცოდვათაგან განთავისუფლებისა. იგია ნიშანი სულიერ კიბეზე ზესვლის დაწყებისა, ხოლო ვინც არ შედგომია ამგვარ ამაღლებას, იგი შორსაა სულიერი ბრძოლისა და განსაცდელისაგან.
თავისუფლება არ არის ყველაფრის უფლება, არამედ იგი მუდმივი თვითკონტროლი და, მისი საშუალებით, ცოდვის მონობიდან თავის დაღწევაა.
უფალთან ყოფნა კი ნიშნავს იმას, რომ უნდა მოვკვდეთ ცოდვისათვის, ანუ დავძლიოთ ის გაუკუღმართებანი, ადამის დაცემის შემდეგ რომ შევიძინეთ.