
ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ
ოჰ, ჩვენო ტკბილო დედიკო, ნეტავ შენს წიაღში დავლიოთ სული! სხვა არაფერი გვინდა, ტკბილო დედაო, ოღონდ საღმრთო წადილის შენდამი ცეცხლოვანი სიყვარულის აღტკინების დროს გარდავიცვალოთ; როდესაც ჩვენს სულს ალი მოედება და გონება დაცხრება, და ანაზდად ნიავი მოჰბერს კეთილსურნელებას და საღმრთო წყვდიადით დაიფარება, სადაც საგრძნობლები ჩერდება და სუფევს საწადელი სიყვარული, სიყვარული და ცხოვრება – ჩვენი მარად ტკბილი იესო.