მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები
მორჩილება - ციტატები, გამონათქვამები მორჩილება, გამონათქვამები, ციტატები
თუ მშობელი, ან ნებისმიერი სხვა პიროვნება ჩვენგან ღვთის საწინააღმდეგო საქმის აღსრულებას ითხოვს, არა ვართ ვალდებულნი, დავემორჩილოთ მას.
მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა.
„როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომ. 5,19), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
მთელი არსებით უნდა მივიქცეთ ღვთისაკენ - ყოვლადწმინდა სამებისაკენ და ჩვენი ცნობიერება მის უზენაესობას დავუმორჩილოთ.
წმ. ირინეოსი გვარიგებს, არ შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას, მის მოქმედებას, რათა ვიყოთ "მორჩილი თიხა მის ხელში".
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
ღვთის უსაზღვრო და უნაპირო სიყვარული, ერთი მხრივ, და ღვთაებრივი სიმდაბლისა და მორჩილების საოცარი მაგალითი, მეორე მხრივ, - მთელი თავისი სიდიადით განცხადდა ქრისტეს შობით. "რადგანაც ღმერთმა ქრისტეში შეირიგა ქვეყანა და არ შეურაცხა ხალხ... იხილეთ სრულად