იოსებ ათონელი (ისიხასტი)

ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული,

ცხონების სხვა გზა არ არსებობს, რომელიც ეშმაკის ცდომილებისა თუ მოქმედებისგან იყოს ისე დაზღვეული, როგორც მორჩილება. და თუ ვინმეს ნამდვილად სურს ცხონდეს და სწადია მალე იპოვოს ტკბილი იესო, ვალდებულია მორჩილება გასწიოს და ისეთი სიყვარული და პატივისცემა ჰქონდეს იღუმენიას მიმართ, თითქოს თვით უფლის სახეს ხედავდეს, რადგან ეს კურთხეული ადამიანი თითოეული თქვენგანის გამო, რომელთა მიმრქმელიც ხდება, თითო უმძიმეს ჯაჭვს იდებს ქედზე და ძალიან ბევრი ლოცვა სჭირდება, რათა ტვირთი შეუმსუბუქდეს. მისი გულწრფელი სიყვარული გმართებთ. და არა ურჩობა. თქვენს ბაგეთაგან თაფლი და ამბროზია უნდა გამოდიოდეს, და არა შეპასუხება. უნდა დაკოცნოთ ხოლმე თვალებზე შეუშრობელი ცრემლებით, კი არ უნდა ეკამათოთ. თვალცრემლიანებივე უნდა სთხოვდეთ ღმრთისმშობელს, რომ სულისა და სხეულის ჯანმრთელობა მიანიჭოს, [და ნუ დაასნეულებთ] დავებითა და კინკლაობით.
თემატური კითხვები
0