ჯვარცმა - ციტატები, გამონათქვამები
ჯვარცმა - ციტატები, გამონათქვამები ჯვარცმა, გამონათქვამები, ციტატები
ეკლესიის განწმენდა ხდებოდა და ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სისხლით, რომელიც კაცთა ხსნისათვის ჯვარზე დაიღვარა.
ქმნილ სამყაროს არ შეეძლო წარმოედგინა, რომ ღმერთი თავის ჯვარცმას ჩვენი გამოხსნის ყველაზე დიდ მსხვერპლშეწირვად და ჩვენდამი თავისი სიყვარულის ზეიმად აქცევდა; ჩვენს უგულისხმობას საოცარი მიმტევებლობით უპასუხებდა და დასჯით სწორედ დემონთ... იხილეთ სრულად
როდესაც ჯვარცმისას თითქმის ყველა განუდგა იესოს, უტყვმა ბუნებამ „ღაღადებით“ ამცნო დიდება ღვთისა: შეიძრა მიწა, დაბნელდა მზე, თავიდან ბოლომდე დაირღვა ტაძრის კრეტსაბმელი... რის ხილვამაც ყველა გააოგნა.
იესო ქრისტეს მიწიერი მყოფობა, ჯვარცმამდეც და ჯვარცმის შემდეგ ამაღლებამდეც, ნებისმიერი დროის მორწმუნე ქრისტიანისთვის ცხოვრებისა და აზროვნების წესის განმსაზღვრელია
ჯვარცმითა და აღდგომით მაცხოვარმა ჩვენი ცოდვები აღხოცა და ჩვენი წყლულები განკურნა, შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი განაქარვა, დაამხო ეშმაკის მეუფება და კვლავ მოგვანიჭა ნამდვილი თავისუფლება და სიხარული. ამასთან, უფალმა დაგვიბრუნა ძველი... იხილეთ სრულად
მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.
სიკვდილი სამი სახისაა: ფიზიკური, სულიერი და მარადიული. მაცხოვარმა ჩვენ სულიერი და მარადიული სიკვდილისგან გვიხსნა. გვიხსნა სულიწმიდის განშორებისა და მარადიული სატანჯველისგან. მან თავისი სისხლით და ხორცით გამოისყიდა პირველქმნილი ... იხილეთ სრულად
სიკვდილის დათრგუნვით ჩვენთვის ჯვარცმულმა იესო ქრისტემ სძლია თვით მთავარი იგი ამის სოფლისა (ინ. 12, 31), ანუ ეშმაკი, რომელსაც ხელმწიფება ჰქონდა სიკვდილზე, და ჩვენც ამ დიადი გამარჯვების თანაზიარნი გვყო.
ჩვენმა სულმა მაცხოვრის ამქვეყნიური ცხოვრების ყველა საფეხური უნდა გაიაროს, თვით ჯვარცმაც, რომ შემდეგ აღდგომილი და ამაღლებული იქცეს ღვთაებრივი სიყვარულის ტაძრად, სულიწმიდის სავანედ.