მადლი - ციტატები, გამონათქვამები
მადლი - ციტატები, გამონათქვამები მადლი, გამონათქვამები, ციტატები, ამონარიდები
მაცხოვნებელი მადლი გვანიჭებს უნარს სნეულთა განკურნებისა, სხვადასხვა ენაზე მეტყველებისა, მრავალ სასწაულთა აღსრულებისა და, რაც მთავარია, მკვდრეთით აღდგომისა, ამაღლებისა და განღმრთობისა.
ღმერთის გზით მავალი ადამიანები კი, თავმდაბლობასთან ერთად, ესწრაფვიან, მოიპოვონ მადლი, რასაც წმიდა გრიგოლ პალამა ხელთუქმნელ ენერგიას უწოდებს. ეს ის ენერგიაა, რომელიც ნათლის სახით მაცხოვრის ფერისცვალებისას მოციქულებმა თაბორის მთაზე ... იხილეთ სრულად
ვინც სულიერად ეკლესიაში დაიბადა და გაიზარდა, ვერ მოერევა სასოწარკვეთა, შური, ეჭვი, შიში და გაუტანლობა, რადგან უფალი არის მასთან და მადლი ღვთისა იცავს მას.
ნებისმიერი ჩვენგანი უნიკალურია, განუმეორებელია, ხატია უფლისა და სული წმინდის მადლით ღვთის მადლისმიერი ძეობის აღდგენა ძალუძს.