
ავტორი:
მამა ვალენტინი მორდასოვი
წყარო:
მოძღვრის ძალზე სასარგებლო რჩევები მრევლისათვის [გვ. 78]
თემა:
ლოცვა
რა არის ტრფიალი ღვთისა? - მამა ვალენტინი მორდასოვი
რა არის ტრფიალი ღვთისა? - მამა ვალენტინი მორდასოვი
ეს არის მიმართვა ღვთისადმი, რომელიც აღიძვრება ზოგჯერ განსაზღრული მოთხოვნილების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ უფლის წყურვილით. რა ზომითა და დოზითაც უნდა გაჩნდეს ეს წყურვილი, დაუკმაყოფილებელი არასდროს დატოვოთ - მაშინვე მიმართეთ ლოცვას და ილოცეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც სურვილი გაგიჩნდებათ. თუ საქმეს აკეთებთ, ილოცეთ, თუ დადიხართ, - ლოცვით იარეთ, მაგრამ უკეთესია და ლოცვა უფრო ნაყოფიერი იქნება, თუ დადგებით სალოცავ ადგილას და შეძლებისდაგვარად ლოცვის მდგომარეობას მიიღებთ. თუ აღნიშნული განწყობა ლოცვის დროს დაგეუფლათ, ლოცვის კითხვა შეწყვიტეთ და ილოცეთ ამ სურვილისდაგვარად საკუთარი სიტყვებით, ან უსიტყვოდ.
|