ავტორი:
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
წყარო:
ღმერთთან მიახლების საიდუმლო [გვ. 208]
რა არის მთავარი ლოცვაში? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
რა არის მთავარი ლოცვაში? - არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)
მთავარია მოწიწება, ღმერთისკენ მიქცევა და ყურადღება - სულის არსებით ერთი, სამი ძალის სამი მდგომარეობა.
გონებისათვის მოწიწება იმის გაცნობიერებაა, თუ ვის მიმართავს კაცი: სასრული - უსასრულოს, ქმნილი - შემოქმედს, განსულიერებული თიხა - მას, ვინც შექმნა სამყარო და ვინც თვითონ განუზომლად მაღლა დგას ამ ქმნილებაზე.
გრძნობისათვის ღმერთისკენ მიქცევა არის სურვილი - ჭვრეტით შეეხოს სრულ, მარადიულ, უმაღლეს, გამოუთქმელ მშვენიერებას.
ნებისათვის ყურადღება ლოცვის სიტყვებზე შეჩერებაა, სულის დაცვა მიწიერი სახეებისა და გულისსიტყვებისაკენ, რომელთა მეშვეობითაც ეშმაკი, მყეფავი ძაღლის მსგავსად, ნიადაგ ცდილობს სულის გატყუებას ლოცვისგან.
|
|