რა არის ლოცვა?
იხილეთ სრულად
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალ...
link
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და...
იხილეთ სრულად
ლოცვა მარადიულობისაკენ გარღვევაა, სულის მიქცევა შემოქმედისკენ, მისტიკური თანაზიარება ღმერთთან, ახალი ცხოვრების დასაწყისი, ღვთაებრივი ნათლის აღქმის უნარი, უხილავი სხივი, თაბორის მთიდან კაცის გულისკენ მიმავალი, სულის ფერისცვალება და ხორცის განსულიერება.
link
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსი...
იხილეთ სრულად
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსიტყვებისა და ვნებების მეშვეობით გარემოიცავს; სულის საუბარი მასთან, ვინც სიტყვაზე მაღლა დგას.
link
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გა...
იხილეთ სრულად
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გალობის ექოა, რომლითაც ანგელოზები ადიდებენ ღმერთს დღედაღამ; ლოცვა მიწის შვილთა კავშირია ზეცის მკვიდრებთან, ესაა მამისეული სახლის ფანჯრიდან გამომავალი სინათლე, შორი გზიდან დაბრუნებულს რომ ეგებება.
link
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
რა არის მთავარი ლოცვაში?
იხილეთ სრულად
მთავარია მოწიწება, ღმერთისკენ მიქცევა და ყურადღება - სულის არსებით ერთი, სამი ძალის სამი მდგომარეობა.გონებისათვის მოწიწება იმის გაცნობიერებაა, თუ ვის მიმართავს კაცი: სასრული - უსასრულოს, ქმნილი - შემოქმედს, განსულიერებული თიხა - მას, ვინც შექმნა სამყარო და ვინც თვითონ განუზომლად მაღლა დგას ამ ქმნილებაზე.გრძნობისათვის ღმერთისკენ მიქცევა არის სურვილი - ჭვრეტით შეეხოს სრულ, მარადიულ, უმაღლეს, გამოუთქმელ მშვენიერებას.ნებისათვის ყურადღება ლოცვის სიტყვ...
link
რითი დავიწყოთ ლოცვა?
იხილეთ სრულად
აუცილებელია ლოცვისათვის მომზადება, იმის გაცნობიერება, თუ ვინა ხარ შენ და ვისთან მოგელის საუბარი. ბიბლიაში წერია: "არა მოიღო სახელი უფლისა ღმრთისა შენისა ამაოსა ზედა" (გამოსვლა 20, 7). სინას მთაზე მოცემული ეს მცნება ყოველი ლოცვის გარდაუვალი პირობაა, უამისოდ ლოცვა უქმისმეტყველებად იქცევა. ლოცვისათვის მომზადება კი ნიშნავს, რომ უნდა მოვწყვიტოთ გონება მიწას, სული ღმერთისკენ მივმართოთ, ვიფიქროთ ღვთის დიდებულებაზე, მის აღთქმებზე, კაცის გონებაზე აღმატებუ...
link
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს.
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთ...
იხილეთ სრულად
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთის მადლის მოკლების შემდეგ ადამიანი საკუთარ სულში გრძნობს დამთრგუნველ სიცარიელეს, როგორც წინკარს სიკვდილისა.
link
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხ...
იხილეთ სრულად
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხედავს, რომ ამქვეყნად ყველაფერი არარაობაა და მხოლოდ ღმერთშია ცხონება და სიცოცხლე; რომ წარმავალ და გაქრობის გზაზე შემდგარ სამყაროში ჭეშმარიტად მყოფობს ერთადერთი ღმერთი; ხოლო ამა სოფლის მირაჟებს, აჩრდილებსა და ზმანებებს შორ...
link