არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, ამონარიდები
თქვა უფალმა: "რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მთ. 7, 2). თუ ჩვენ არ შევუნდობთ კაცს, არც ღმერთი მოგვიტევებს ცოდვებს - ისინი ქვის მეწყერივით დაფარავენ ჩვენს ლოცვას.
ცხოვრებაში სხვადასხვა გაუთვალისწინებელი გარემოებები და სიტუაციები შეიძლება შეგვხვდეს. თუნდაც ასეთი შემთხვევა ავიღოთ: გემზე მართლმადიდებლებთან ერთად სხვა კონფესიების წარმომადგენლებიც მგზავრობენ. ამ დროს ქარიშხალი ამოვარდა, ხომალდს დაღუპვა ემუქრება. ადამიანები ხმამაღლა ლოცულობენ, ცხადია, ყველა თავისებურად. რა ქნან მართლმადიდებლებმა: შეწყვიტონ ლოცვა, თუ სხვა კონფესიების წარმომადგენლებსა და მწვალებლებს მოსთხოვონ დადუმება? ანდა სხვა მაგალითიც მოვიყვანოთ: ვთქვათ, სუფრასთან მოგვიწვიეს. სტუმრებს შორის კათოლიკეები და პროტესტანტებიც არიან, მასპინძელი „მამაო ჩვენო“-ს კითხულობს. ყველა სტუმარი დგება და ლოცულობს. რა ვქნათ: გავეცალოთ მაგიდას, თუ სხვა კომფესიების წარმომადგენლებს ვთხოვოთ, რომ არ ილოცონ? იხილეთ სრულად
ფსალმუნში ვკითხულობთ: „ლოცვაი მისი ცოდვად შეერაცხენ მას“ (ფსალმ. 108, 7). რომელი ლოცვა შეერაცხება კაცს ცოდვად?
რა მოელის კაცობრიობას, თუ ლოცვა შეწყდება ანდა მხოლოდ საეკლესიო წეს-ჩვეულების წინაშე გაღებულ ხარკად იქცევა?
ლოცვა არის მხსნელი კაცისა ყოველი განსაცდელისა და უბედურებისაგან, ლოცვა შრეტს ღვთის რისხვას და მის მადლს ჰფენს სოფელს. ამიტომაცაა ლოცვა ღვთის წყალობა კაცთა მიმართ.