არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები
არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) - ციტატები, გამონათქვამები არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი) |
ყველაზე მტანჯველ განსაცდელს, ყველაზე მძიმე დანაკარგს სული მაშინ გრძნობს, როდესაც ჯერ მოიპოვებს ღვთის მადლს, მერე კი კარგავს მას. ჩვენმა წინაპრებმა ცოდვით დაცემის შემდეგ ნათლის შესამოსელი დაკარგეს და საკუთარი სიშიშვლე დაინახეს. ღვთ... იხილეთ სრულად
ლოცვა შეიძლება მოულოდნელად იშვას, როდესაც უბედურება ისე აფხიზლებს ადამიანს, თითქოს ღრმა ძილში ჩაძირულს ვიღაცამ ხელი ჰკრაო. მწუხარება აღებს მისი გულის კარს ლოცვისათვის, ჩაქუჩის დარტყმებით ამსხვრევს ქვის კუბოდ ქცეულ მის გულს. კაცი ხ... იხილეთ სრულად
უფალმა იტვირთა შენი ცოდვები, შენ კი მისი მცნებების შესრულება უნდა იტვირთო, რომლებსაც ღვთის მადლი მსუბუქ ტვირთად და ტკბილ უღლად აქცევს.
ღვთის მადლის გარეშე კაცს არაფერი შეუძლია, ცოდვის გარდა; მეტიც, მას რაიმე კეთილის, ცხონების მომნიჭებელის მოფიქრებაც კი არ ძალუძს.
ლოცვისას ადამიანი ფერს იცვლის, ფერს იცვლის სამყაროც მის გარშემო. ლოცვა არის დედა და ასული სიყვარულისა, სიყვარულში კი მყოფობის სავსებაა მოქცეული.
ლოცვა ყოველი სათნოების წყაროა, ლოცვა ფრთებია, კაცის ცად აღმყვანებელი, ლოცვა სულის მიერ შიშის ძლევა და მოწყინებისაგან განთავისუფლებაა, მარადიული სიხარულის წინასწარგანცდა და ზეციური იერუსალიმის დიდების აჩრდილია. ლოცვა იმ საიდუმლო გა... იხილეთ სრულად
ლოცვა ყოფიერების საიდუმლოთა ამოხსნაა - იმ კვანძების გახსნა, კაცის გონებას რომ არ ძალუძს; ცოდვის ტყვეობისა და სოფლის ბორკილებისგან განთავისუფლება, საკუთარ გულში ჩაბუდებულ დემონთან ბრძოლა, იმ ბნელი ძალის შეკვრა, რომელიც სულს გულისსი... იხილეთ სრულად