მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები
მონაზონთათვის - ციტატები, გამონათქვამები მონაზონთათვის, გამონათქვამები, ციტატები
გონება აღამაღლე ზეცად, იქ, სადაც ჩვენი ცხოვრება და სიხარულია, როგორც პავლე მოციქული ამბობს: „ჩუენი მოქალაქობაი ცათა შინა არს" (ფილიპ. 3, 20). მთელი არსებით ისწრაფე ზეციურისკენ. ეს წმინდა წადილი მონაზვნობას შენთვის მსუბუქსა და ტკბი... იხილეთ სრულად
მონაზვნურ მოქალაქეობას წმინდა მამები ანგელოზებრივს უწოდებენ. ეს იმიტომ, რომ მონაზვნებმა ანგელოზთა მსგავსად უნდა იცხოვრონ, მაგრამ თუ ისინი ასე არ ცხოვრობენ, მაშინ ბოროტ ანგელოზთა შორის აღირაცხებიან.
ღმერთი სიყვარულია, თანალმობით სავსე. ნურაფრით დავამწუხრებთ მას! მან ხომ ჩვენთვის ჯვარი დაითმინა: თავი ეკლის გვირგვინმა დაუჩხვლიტა, გვერდი შუბმა განუგმირა, მის ტერფებს – სამსჭვალთა, ზურგს კი მათრახის ნაიარევი ატყვია, მისი ყოვლადწმი... იხილეთ სრულად