წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ზიარება ცხოვრების წყაროა მხოლოდ იმათთვის, ვინც მისთვის ღირსებით მოემზადა, ხოლო უღირსებისა და უკეთურებისათვის დამსჯელ ცეცხლად გადაიქცევა. ზიარებისთვის პირველ რიგში მარხვით ვემზადებით, მაგრამ რადგანაც მარხვა თავისთავად სათნოება არაა... იხილეთ სრულად
ძველიდგანვე მიღებულისა ჩვეულებისამებრ ქრისტიანენი ემზადებიან ზიარების მიღებად მარხვითა, ანუ საჭმლის მოკლებითა. დიახ, ძმანო ჩემნო მარხულობა საჭირო არის და კიდეც მართებს მათ, რომელნი განმზადებულ არინ ბარძიმისადმი.
გქონან შვიდნი საიდუმლონი, შვიდნი წყარონი საღმრთოისა მადლისანი; ლოცვა, წირვა, მარხვა და ყოველნი ეკლესიურნი წესნი; იხმარე ესენი და მათ მიერ აღაშენებ სასუფეველსა ღვთისასა ბუნებასა შინა შენსა.
თუ ლოცვას, მარხვას და სიწმიდეს შევაერთებთ, მაგრამ სიმდაბლეს დავაკლებთ, ყოველივე მალე განქარდება. თვით ზეციერნი ანგელოზნი, ოდეს სიმდაბლე დაჰკარგეს, დაეცნენ და ჯოჯოხეთში შთაცვივდნენ.
ხორცნიცა ჩვენი უნდა დავიცვათ და მოვამზადოთ, ძმანო ჩემნო, მომავალისა ცხოვრებისთვის, მარხვით, მოთმინებით, სიწმინდით. იგიც იქმნება მოზიარე მომავალისა ნეტარებისა, ანუ ტანჯვისა.
დიდი მარხვა, ვითარცა უწყებულ არს თქვენდამიცა, არის ჟამი მომატებულისა ლოცვისა, მარხვისა და მონანებისა;
თითოეულმა მოთმინებით უნდა აიღოს თვისი ჯვარი, ე.ი. ყოველივე, რაც კი სიცოცხლეში შეემთხვევა - შრომა, ჭირი, უბედურება - მოთმინებით უნდა იტვირთოს და ქრისტეს გზასა და კვალს ისე შეუდგეს
უფალი ჩვენი ყოველთა ღარიბთა, საწყალთა და უბედურთა კაცთა აძლევს დიდსა ნუგეშსა, ასწავლის მხნეობასა და სულგრძელებასა მისთვის, რათა მოთმინებითა იტვირთონ ყოველი თვისი უბედურება.