პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება...
იხილეთ სრულად
პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება თავის გულში თვისის თავისა. რა საშინელი ამპარტავნება და გულ–დიდობა უნდა ჰქონდეს კაცსა, უკეთუ იგი საყდარშიაცა, დროსა ლოცვისასა, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც ახსოვს თვისი გულ–დიდობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომასა,...
ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაშ...
იხილეთ სრულად
ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაში წინ დადგომა არ არის ცოდვა. გარნა, როდესაც ზოგიერთნი უკან კარების სიახლოვეს მისთვის დადგებიან, რომ მალე გავიდნენ კარში, ლოცვის გათავებას არ მოუცდიან, ეს ცოდვა არის.
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესაძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტია...
იხილეთ სრულად
მაგრამ მხოლოდ მცირედნი მიდიან მასთან, ანუ მრავალნი არიან ჩინებულ და მცირედნი რჩეულ. ამასთან საკვირველი და შესაძრწუნებელია ის, რომ რჩეულნი, ანუ ისინი, ვინც ცხონდებიან, არა ურწმუნო და ურჯულო კაცთა შორის, არამედ თვით მორწმუნე ქრისტიანებს შორისაც მცირედნი არიან.
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგა...
იხილეთ სრულად
საუბედუროდ, ხშირად მოხდება, რომ კაცი გულდიდია მით, რაიცა მას არ ეკუთვნის, რაც სხვისგან სამოწყალოდ მიუღია, ან თავის თავს შეადარებს მათ, რომელნიც მასზე უარესნი არიან და მით გულდიდობს. რაიცა ვართ, ღვთისაგან ვართ; რაც გვაქვს, ღვთისაგან ანუ სხვათა კაცთაგან გვაქვს. მაშ, რისთვისღა უნდა ვიყოთ გულდიდნი? შენზე უჯობეს კაცს უნდა შეამსგავსო შენი თავი და არა შენზედ უარესს. თუ კარგად გამოიკვლევ რა გაკლია, შენ იმით ვეღარ იქმნები გულდიდი რაიცა გაქვს.
ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე...
იხილეთ სრულად
ძმანო ჩემნო, ხედვიდით და განიცდიდით სულიერსა სახესა თქვენსა სამთა სარკეთა შინა. პირველი სარკე არს საღმრთო წერილი და წმინდა მამების ლოცვები. ვინც ყურადღებით უსმენს მათ, უთუოდ შეიტყობს მისის სულის სახესა და მდგომარეობას. მეორე სარკე არის თვით თქვენი გონება და სინიდისი. მესამე სარკე არს აღსარების თქმა წინაშე მოძღვრისა თქვენისა და დარიგება მოძღვრისაგან მიღებული. ხშირად შევხედოთ სამთა ამათ სულიერთა სარკეთა და თუ რამე ცუდი გამოთქმულება შევატყვეთ ჩვენს ...
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის ...
იხილეთ სრულად
ქრისტიანები ზიარებისათვის როგორც შინ ლოცვით, ასევე ეკლესიური წირვა-ლოცვის მოსმენითაც ემზადებიან. მართალია, წირვა-ლოცვებს ეკლესიაში ზიარების ბევრი მსურველი ისმენს, მაგრამ მხოლოდ გარეგნულად, ისინი კი იმიტომ იკითხება, რომ ქრისტიანის გულში სინანული, ღმრთის შიში, ცოდვათა მოძაგება და სხვა ამდაგვარი გრძნობები გააღვიძონ. მესამე, რაც ზიარებისათვის უსაჭიროესია, აღსარებაა, რაზეც უკვე ზემოთ გვქონდა საუბარი. ესოდენი შრომის, მოთმინების, ლოცვისა და სულთქმის მიზ...
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი, ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა ს...
იხილეთ სრულად
როდესაც სინანულით და აღსარებით განიშორებს კაცი, ანუ გააგდებს ყოველსა ცუდსა, განმხრწნელსა ვნებასა, მაშინ სულიერი საზრდო უნდა მიიღოს კაცმან. წმინდა ეკლესია მიანიჭებს მას სულიერსა განმაახლებელსა, განმამტკიცებელსა, განმაცხოველებელსა საზრდოსა, ქრისტეს სისხლსა და ხორცსა.
მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატება, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება...
იხილეთ სრულად
მარხვა და მსხვერპლის შეწირვა არის გზა მიმყვანებელი სათნოებისადმი და არა თვით სათნოება; ვინც იმარხავს, მსხვერპლს შესწირავს, წირვა-ლოცვას ისმენს, გარნა შინაგანი სიწმიდე არ მოემატება, სულით და გულით უმჯობესი არ შეიქმნა, ის ემსგავსება კაცსა მას, რომელი გზასა ზედა სდგას და წინ არ მიდის. ცხად არს, რომ ესრეთი კაცი მოჩვენებისათვის, ესე იგი, ფარისევლობით აღასრულებს ესრეთთა გარეგანთა საქმეთა.
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყ...
იხილეთ სრულად
ძმანო, მართლმადიდებელნო ქრისტიანენო, საქმე, რომელსა თქვენ ემზადებით (იგულისხმება ზიარება), არის დიდი და მძიმე. თქვენ ემზადებით ამ საქმეს გახშირებული და ბეჯითი ლოცვითა, ფიცხელი მარხვითა, კრძალული მორიდებული ქცევითა. კეთილ არს ესე ყოველი. გარნა ამასთანავე ფრიად საჭირო არის, რომელ გონებაცა, ანუ ჭკუა თქვენი არ იყოს უქმად, არამედ ხშირად ფიქრობდეს სულიერთა საგანთა ზედა.