
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. II ტომი [გვ. 4]
თემა:
ეკლესია
ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი
ნუ ვიფიქრებთ, რომ საყდარში წინ დადგომა ყოველთვის ცოდვა იყოს, ოღონდ კი ამპარტავანებით არ დადგეს კაცი წინ. ზოგიერთნი წინ დადგებიან საყდარში, რათა უმჯობესად გაიგონონ ლოცვები და კარგად დაინახონ სამღვდელო მოქმედება. ამისთანა შემთხვევაში წინ დადგომა არ არის ცოდვა. გარნა, როდესაც ზოგიერთნი უკან კარების სიახლოვეს მისთვის დადგებიან, რომ მალე გავიდნენ კარში, ლოცვის გათავებას არ მოუცდიან, ეს ცოდვა არის.
|