1571. რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე?
1571. რაში მდგომარეობს ეკლესიის სიწმიდე?
1. რომ ეკლესია იკურთხა უფალ იესო ქრისტეს მიერ გამოხსნით,
2. რომ მასში მუდმივად ჰგიებს უფალი იესო ქრისტე და სული წმიდა მოქმედებს მასზე,
3. რომ ადამიანები ღმრთივსათნო ცხოვრებისაკენ მიჰყავს და მრავალი წმინდანია დავანებული მასში.
განმარტება:
I. წმიდა მოციქული პავლე წერს: "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის, რაითა იგი წმიდა-ყოს" (ეფ. 5,25,26).
II.ეკლესიიდან განკვეთის შესახებ წმიდა პავლემ თქვა: ,,და მოსპოთ უკუეთუ იგი შორის თქუენსა” (I კორ. 5,13), რაც სხვა სიტყვებით ნიშნავს: განაგდეთ თქვენგან ჯიუტი ცოდვილნი.
III.ჩვენ ვალდებულნი ვართ დავემორჩილოთ ეკლესიის გადაწყვეტილებას, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა "უკუეთუ კრებულისაიცა არა ისმინოს, იყავნ იგი შენდა, ვითარცა მეზუერე და წარმართი" (მთ. 18,17).
2. რომ ეკლესია უარყოფს ცალკეულ ადამიანთა ახალ სწავლებებს, რამდენადაც ისინი ეწინააღმდეგებიან წმიდა წერილს და გადმოცემებს.
3. რომ ეკლესია ეკუთვნის ყველა ადამიანს განურჩევლად ეროვნებისა, ქვეყნისა და დროისა, რამეთუ უფალმა იესო ქრისტემ ბრძანა: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი"" (მთ. 28,16);
4. რომ ეკლესია რწმენაში შესულ ყველა ადამიანსა და ხალხებს ერთნაირად ეპყრობა და თითოეულ ხალხს ერთნაირ შესაძლებლობას ანიჭებს, რათა საკუთარი ძალები და შესაძლებლობანი ეკლესიურ ცხოვრებას შესწირონ სადიდებლად ღმრთისა.
1. რამეთუ მსგავსი სწავლებანი მწვალებლურია;
2. რამეთუ ისინი ეკლესიაში აღძრავენ დავასა და დახსნიან სიყვარულს და რწმენის ერთობას;
3. რამეთუ მათ საბოლოოდ მოჰყვება განხეთქილებანი და სექტების გაჩენა.
1. ასწავლის ყოველივეს, რასაც ასწავლიდა უფალი იესო ქრისტე და არაფერს დაუტევებს ამ სწავლებიდან;
2.უგულებელყოფს ახალ ცრუ მოძღვრებებს;
3.ცდილობს მიიყვანოს ყველა ხალხები უფალ იესო ქრისტესთან;
4.მიანდოს ყველა ხალხს ყოველივე, რაც მას ეკუთვნის.
1.რამეთუ ღმრთისმსახურებას აღასრულებს აღმოსავლური ტრადიციის მიხედვით იმგვარად, როგორადაც ის აღესრულებოდა და აღესრულება ამჟამადაც ჯერ კიდევ მოციქულთა დროიდან იერუსალიმში და საერთოდ აღმოსავლეთში;
2.რამეთუ ის იმართება აღმოსავლეთის საეკლესიო კანონებით, რომლებიც პირველ საუკუნეში წმიდა მოციქულთა მიერ არის დადგენილი.
განმარტება:
I.ეკლესიის საყოველთაობაზე წმიდა პავლე მოციქული ამბობდა, რომ "არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცვეთილება, ბარბაროზ, სკვითელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე" (კოლ. 3,11);
II. ქრისტეს საყოველთაო ეკლესიას არ მიეკუთვნება ყოველი თვითმარქვია რელიგიური გაერთიანება, რომელიც თავს ზოგადად ეკლესიას ან ეროვნულ ეკლესიას უწოდებს. ეკლესია, რამდენადაც ის პირველი საუკუნეების ქრისტიანული სულის ერთგული რჩება, ყალიბდება, რა თქმა უნდა, ხალხებისა და სახელმწიფოთა საჭიროებისა და ხასიათის მიხედვით. ადგილობრივ ეკლესიებს აქვთ თავიანთი ეროვნული ხასიათი და სახელმწიფობრივი დასახელება, მაგრამ მარტოოდენ ეროვნული ხასიათი უცოდველი ჭეშმარიტი სწავლები გარეშე არ არის საკმარისი იმისთვის, რომ ასეთი რელიგიური საზოგადოება საყოველთაო ეკლესიის შემადგენელ მაწილად ჩაითვალოს; ამისთვის აუცილებელია, რათა ის იზიარებდეს საყოველთაო ეკლესიის სწავლებას, ანდა, სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ეპყრას საყოველთაო წმიდა ზეპირი გადმოცემა და წმიდა წერილი. ეროვნული ეკლესია, რომელიც სარწმუნოებრივი მოძღვრების მიხედვით იზოლირებულია, შეუძლებელია საყოველთაო ეკლესიის შემადგენელი ნაწილი იყოს, და ეკლესიასაც კი არ წარმოადგენს ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით. ასეთ იზოლირებულ, ვიწრო, ეროვნული ხასიათის მქონე ეკლესიას არ ძალუძს სარგებლობა მოუტანოს ხალხს, როგორადაც უნდა ეცადოს და ხაზგასმით გამოხატოს თავისი ეროვნული ხასიათი. თავისი ხალხის მუდმივი რელიგიური და ზნეობრივი საყრდენი შეიძლება იყოს რა თქმა უნდა ეროვნული ეკლესია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის თავისი სარწმუნოებირივი მოძღვრებით და კანონებით მჭიდროდ ერწყმის საყოველთაო ეკლესიას.
|
|