
ავტორი:
წმ. კირილე იერუსალიმელი
წყარო:
ათასი კითხვა დედა-ეკლესიას [გვ. 231]
თემა:
ეკლესია
863. რატომ ეწოდება ეკლესიას „კათოლიკე“?
863. რატომ ეწოდება ეკლესიას „კათოლიკე“?
ეკლესიას ეწოდება კათოლიკე იმიტომ, რომ იგი არის მთელს მსოფლიოში, დედამიწის დასაწყისიდან დასასრულამდე; სისრულით გადმოსცემს იმ სწავლებას, რომელიც უნდა იცოდეს ხალხმა; სწავლებას ხილულ და უხილავ, ზეციურ და მიწიერ საგნებზე. იმიტომ, რომ ადამიანთა მთელი მოდგმა: მთავარნი და ქვეშევრდომნი, სწავლულნი და უბრალონი, მიჰყავს ჭეშმარიტი სარწმუნოებისაკენ და ყველგან განკურნავს ყოველგვარ ცოდვას, სულიერსა და ხორციელს, გააჩნია ყველა სახე სრულყოფილებისა, განცხადებული საქმეებში, სიტყვებსა და ყოველგვარ სულიერ ნიჭებში.
|