წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)

პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად

პირველი თვისება ფარისევლობისა არის ამპარტავნება ანუ გულ–დიდობა, ფარისეველი შევიდა საყდარში ლოცვად და ნაცვლად ლოცვისა წარსდგა (იგულისხმება მაცხოვრის იგავი მეზვერესა და ფარისეველზე, შდრ. ლუკა. 18.10), ესე იგი წინ დადგა და იწყო ქება თავის გულში თვისის თავისა. რა საშინელი ამპარტავნება და გულ–დიდობა უნდა ჰქონდეს კაცსა, უკეთუ იგი საყდარშიაცა, დროსა ლოცვისასა, არ იქცევა თავმდაბლად, არამედ იქაც ახსოვს თვისი გულ–დიდობა, იქაც ეძიებს პატივსა და წინდგომასა, იქაც მისთვის შევა, რათა აჩვენოს სხვათა თვისი დიდ–კაცობა და სიმდიდრე.
 
0