საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები
საკუთარი თავის შეცნობა - ციტატები, გამონათქვამები საკუთარი თავის შეცნობა, გამონათქვამები
ჩვენი ადგილი კარგად რომ გავაცნობიეროთ, უნდა გავარჩიოთ – ჩვენი მისწრაფებანი და ქმედებანი შეესაბამება თუ არა უფლის სწავლებას.
უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.
ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
საკუთარ თავს ადვილად ვპატიობთ იმას, რაზეც სხვას მკაცრად ვთხოვთ პასუხს. ხშირად კი, საერთოდაც ვერ ვხედავთ ჩვენს ცოდვებს.
ეგოისტური „მე“-სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
რაც უფრო უახლოვდება ღმერთს, მით მეტად ხედავს თავის არარაობას და უღირსობას. ხოლო ვინც მისგან შორს არის, თავისი ცხოვრებით თავმომწონეობს.
უნდა ვისწავლოთ საკუთარ თავზე დაკვირვება, თითოეული ჩვენი ქმედების სწორი შეფასება, უნდა ვისწავლოთ ანალიტიკური აზროვნება, თეთრისა და შავის გარჩევა, რაც საშუალებას მოგვცემს ბოროტს განვეშოროთ და სიკეთეს ვემსახუროთ.
პირუთვნელად შევაფასოთ საკუთარი თავი. თუ მყარი რწმენა არა გვაქვს უფლისადმი, ვთხოვოთ მას დახმარება, როგორც სთხოვა სნეული შვილის მამამ იესო ქრისტეს, რათა შესწეოდა მის ურწმუნოებას და განეკურნა მისი შვილი. უფალმა ისმინა მისი, ორივე სურ... იხილეთ სრულად