წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
აღსრულება ქრისტეს მცნებათა მოითხოვს ჩვენგან დაუძინებელსა შრომასა და შეურყეველსა მხნეობასა
კაცი უქმად დროების გამტარებელი, სხვის ნაშრომს სჭამს, ქვეყანას სიმდიდრეს აკლებს და მაგიერს არაფერს შემატებს. ერთი სიტყვით, იგი არის კაცი მავნებელი საზოგადოებისა.
მცონარესა კაცსა არ უყვარს თავის შეწუხება. მას ეზარება თვისი გულის გასინჯვა და ძალის დატანება. ამისთვის გული მისი არის გაქვავებული და ყრუ ყოვლისა კეთილისა საქმისათვის.
გულითა თვისითა კაცმან უნდა შეიყვაროს ყოველი კეთილი საქმე და ქველისმოქმედება, გარნა ეს შეიძლება მაშინ, როდესაც გული კაცისა არის დამუშაკებული და გაწვრთნილი დაუცხრომელითა მეცადინეობითა და შრომითა.
წარმოიდგინე ცხოვრება ზარმაცისა და უქმის კაცისა. მას ღმერთმა მისცა ჭკუა, გარნა ჭკუა მისი არ არის გაშლილი სწავლითა, არ არის გართული სასარგებლოთა საქმეთა შინა, იგი არ ჰფიქრობს მას ზედა, რომ ქვეყნის სასარგებლო საქმეს შეუდგეს, იგი არის... იხილეთ სრულად
უქმად და უსარგებლოდ გატარება ცხოვრებისა მისთვის არის დიდი ცოდვა, ძმანო ქრისტიანენო, რომელ ღმერთმა ეს სიცოცხლე მოგვცა ჩვენ არა შვებისა და ლხინისათვის, არამედ უმეტეს შრომისა, მეცადინეობისა და მოღვაწეობისათვის. კაცი, რომელი თვისსა ცხ... იხილეთ სრულად
სულის ცხოვნებისათვის არ არის საკმაო ის, როდესაც კაცი მხოლოდ ცუდსა საქმესა ერიდება და კეთილი საქმის ქმნას არ ჰცდილობს, არამედ ისიც საჭირო არის, რომ კეთილი საქმე რაიმე აღასრულოს კაცმა. სჩანს, რომელ ისიც დიდი სულის წარმწყედელი ცოდვა ... იხილეთ სრულად
კაცის ცხოვრება გაგრძელდება მომავალსა საუკუნესა შინა. ღარიბი, რომელი აქ ითმენს და სულგრძელ არს, მიიღებს იქ თვისსა ჯილდოსა; მდიდარი, უწყალო და ურწმუნო დაისჯება მომავალსა ცხოვრებასა შინა. მომავალი ცხოვრება რომ არ იყოს, მაშინ კი სწორე... იხილეთ სრულად
საკვირველი მოქმედება აქვს სარწმუნოებასა და სასოებასა გულსა შინა კაცისასა. გლახაკსა, ღარიბსა, დავრდომილს ლაზარეს (შდრ. ლუკ. 16, 19-31) სარწმუნოება ესოდენ აღამაღლებს და განსწმედს, რომელ თუმცა სხეული მისი არის უსახო და წყლულებითა აღვ... იხილეთ სრულად
სიმდიდრე არის ღვთისაგან მოცემული დიდი ნიჭი, რომელი კაცმა უნდა მოიხმაროს ღვთის მსახურებისათვის და მოყვასთა თვისთა ბედნირებისათვის.