წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
ღმერთს ის ურჩევნია, რომ სრულიად გრილი გული გქონდეს სჯულზედ, ვიდრე ნელთბილი, გარნა შენ ტფილი ხარ და მხურვალე ცოდვისათვის, ხოლო გრილი ღვთისა და სიტყვისა მისთვის.
თუ არ მოიშალე შენცა, ძმაო, ცოდვის ქმნა, ცოდვა შეიქმნება ბოლოს შენდა ბატონად და ღმერთად. როგორ გაცხოვნოს შენ ქრისტემან, უკეთუ არა ქრისტე არს შენი ღმერთი, არამედ ცოდვა? მე იმას კი არ გეტყვი, რომ ყოველიფერი სოფლიური საქმე დაივიწყო და... იხილეთ სრულად
რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა, რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს კარგი ტანისამოსის ჩაცმაში, თავის მოკაზმვაში, რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც აჯობებენ სხვათა ქალთა სილამაზითა და მორთულობითა,... იხილეთ სრულად
ვინ ამბობს ძმო ჩემო, რომ მეცადინეობა სიმდიდრის მოგებისათვის იყოს ცოდვა; გარნა კაცმან გული თვისი არ უნდა შესწიროს სრულიად სიმდიდრესა. გული შენი, ძმაო, უნდა იყოს ტაძარი სულის წმიდისა.
სახარება ქრისტესი მხოლოდ მაშინ გამოსცვლის და განწმედს კაცსა, ოდეს კაცი სრულიად დაემორჩილება მას; გარნა უკეთუ კაცმან უმთავრეს საქმედ თვისისა ცხოვრებისა გამოირჩია არა აღსრულება სჯულისა ქრისტესისა, არამედ რომელიმე ამ სოფლის ნუგეში, ხ... იხილეთ სრულად
ცოდვა ხშირად დაატკბობს გულსა შენსა; გარნა სიტკბოება ცოდვისა არის მოკლე, ცოდვა ვერ გააბედნიერებს სულსა შენსა, არამედ ხშირად ტანჯავს; გარნა კეთილი საქმე, მადლი და სათნოება, ლოცვა, მოთმინება, სიყვარული, უკეთუ გული მიაჩვიე მათ, უმტკიც... იხილეთ სრულად
ბუნება კაცისა მოითხოვს ბედნიერებასა. გული კაცისა ვერ გასძლებს ამ ქვეყანაზედ, თუ არა აქვს რომელიმე ნუგეში. ეცადე ძმაო ჩემო, შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს აღსრულება შენის მოვალეობისა. გეშინოდეს არ მიეჩვიო ცოდვასა და უსჯულოებასა, ეს... იხილეთ სრულად
მხოლოდ პირუტყვი სცხოვრობს ქვეყანაზედ ჭამისა და სმისათვის; კაცსა ღმერთმა მისცა უმაღლესი მნიშვნელობა და უჩვენა უმჯობესი ბოლო, რომლისადმი იგი მარადის უნდა მიმდინარეობდეს.
ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა. ნუთუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულ... იხილეთ სრულად
როდესაც კაცი უმეტესსა მეცადინეობასა და ზრუნვასა მოიხმარს სოფლისა ამის სიმდიდრის და წარმატების მოგებისათვის, მაშინ არ არის საკვირველი, რომ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქნება გულსა შინა მისსა.