წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რით უნდა განსხვავდეს ქრისტიანე ცოდვილთა კაცთაგან, უკეთუ იგი კეთილუყოფს მხოლოდ კეთილისმყოფელთა თვისთა? ამას კერპთმსახურნიცა, ცოდვილნიცა და ურიანიცა იქმოდნენ; ხოლო ჩვენ, ქრისტიანეთა, გვიყვარდენ მტერნიცა ჩვენნი, კეთილს უყოფდეთ მათ, დ... იხილეთ სრულად
უნდა ეცადო და ბრძნად და გონიერად აღასრულო მოწყალება. შენ გგონია, რომელ საკმაოდ აღასრულე ეს სათნოება, თუ ათასში ერთხელ მათხოვარსა აჩუქე ცოტაოდენი ფული. მოწყალება ორივე კერძოით უნდა იყოს სასარგებლო, შენთვისაც და მისთვისაც, რომელსაც ... იხილეთ სრულად
“იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს” (ლუკა 6. 36). მოწყალება ზეციერისა მამისა არის უსასყიდლო და უანგარო. იგი მოწყალებასა იქმს მისთვის, რომ არის სახიერი, უყვარს ქმნილება თვისი. ეგრედვე შენც ეცადე, რომ მოწყალებ... იხილეთ სრულად
ძმაო თუ გსურს, რომ გქონდეს ჭეშმარიტი, ღვთიური მოწყალება, გაისწორე და გაიმართე ბუნება შენი; განიშორე გულისა შენისაგან ყოველი სიძულვილი, მრისხანება, შური და შეიძინე კაცთმოყვარება და სიყვარული ესრეთ, რომელ თვით ბუნება შენი გაიძულებდე... იხილეთ სრულად
ღმერთი მისთვის არის მოწყალე, რომ თვით ბუნება მისი არის სახიერი და კაცთმოყვარე. ღმერთზე ჩვენ ვერც კი ვიფიქრებთ, რომ იგი იყოს უმოწყალო. მისთვის, რომ თვით მისი ბუნება ანუ არსება არის მოწყალება და სიყვარული
დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა. წარმართნიც და კერპთმსახურნიც კი აძლევენ გლახაკთა მოწყალებასა, მაჰმადის სჯულიც კი მოითხოვს და ასწავლის ამ სათნოებასა; გარნა ჩვენ, ქრისტი... იხილეთ სრულად
ჩვენ უნდა ვეძიებდეთ სულიერსა სისრულესა, და არ უნდა ვიქმნეთ კმაყოფილნი ერთითა მხოლოდ გარეგანითა აღსრულებითა მცნებათა.
ჩვენ ქრისტიანენი ვართ და მტერნიცა ჩვენნი უნდა შევიყვაროთ. ესოდენი ძალა უნდა ჰქონდეს სიყვარულსა და სათნოებასა ჩვენსა, რომ მტრის გული დაალბოს და მოყვრად გარდააქციოს
მაცხოვარი გვამცნებს ჩვენ, რათა ესოდენ სავსე ვიყოთ სიყვარულითა და მოწყალებითა, რათა ვაჩვენებდეთ მოყვასსა ყოველსა მოწყალებასა და შემწეობასა მაშინაც, ოდესცა მათგან არ მოველით ნაცვლად-გებასა.
ჩვენ ქრისტიანეთა მაცხოვარმან გვასწავლა უმჯობესად და მოგვცა უმაღლესი მცნება: მოყვასი უნდა გვიყვარდეს ჩვენ, ვითარცა თავი ჩვენი. რასაც ჩვენის თავისათვის ვისურვებთ, ის მოყვასისათვის უნდა ვისურვოთ; რაც გვინდა, რომ გვიყოს ჩვენმა მოყვარე... იხილეთ სრულად