მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები
მოწყალება, ქველმოქმედება - ციტატები, გამონათქვამები მოწყალება, ქველმოქმედება, გამონათქვამები
ურწმუნო ადამიანი როდესაც სიკეთეს აკეთებს, ფიქრობს, რომ მხოლოდ იგია მადლიერების ღირსი და მას ეკუთვნის სათანადო დაფასება. იგი ვერ აცნობიერებს, რომ ასეთი ქველმოქმედება პირადად მისთვის ახალი დიდი ცოდვის მიზეზი ხდება, რადგან ქება ამპარ... იხილეთ სრულად
ქრისტიანული ტრადიციის მიხედვით, მიცვალებულის სულისთვის, ლოცვასთან ერთად, მის სახელზე მოწყალების გაღება აუცილებელია, რაც დიდად შეეწევა გარდაცვლილს.
თუ ჩვენ ვერ ვამჩნევთ ცალკეულ პიროვნებას, ვერ ვამჩნევთ მის ტკივილს და წუხილს, რა ფასი აქვს ჩვენს თუნდაც საკაცობრიო ჰუმანურ იდეებს, უბრალო ფრაზებს?
ადამიანში უნდა გაჩნდეს სულიერი განწმენდის მძაფრი სურვილი, გამოწვეული შინაგანი დაუოკებელი მოთხოვნილებით და არა შიშის მიზეზით, ანდა ჯილდოს იმედით. თუ ჩვენს მოქმედებას ჯილდო ან სასჯელი განსაზღვრავს, ეს მეტყველებს ზნეობის დაბალ დონეზე... იხილეთ სრულად
ხშირად გვინდა ვუწამლოთ სხვის დარდს და ვერ ვკურნავთ, ვცდილობთ გაჭირვებულის შველას, მაგრამ ვერ ვეხმარებით და სასოწარკვეთილება გვეუფლება. ამ დროს ჩაგვესმის ხმა იდუმალი: მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე (ინ. 14,6); ეს ხმაა ღვთისა -... იხილეთ სრულად
გაუადვილე შენს მოყვასს ცხოვრება, გაჭირვებულს გაუწოდე ხელი: გამოიჩინე მეტი სიყვარული, მეტი თანაგრძნობა, მეტი მოთმინება, მეტი სულგრძელობა, ნიჭს გაუხსენით გზა.
რასაც გაჭირვებულისთვის გავიღებთ, მას თვით მაცხოვარს ვაძლევთ, უფრო სწორად კი, ვაძლევთ საკუთარ თავს.
მოწყალების სახე მრავალგვარია; თითოეულმა ჩვენგანმა მისთვის შესაფერისი გზა უნდა აირჩიოს და სიკეთის ქმნას ესწრაფოს.