
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 238]
თემა:
მოწყალება
დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა.
დიდი გონიერება და გამოცდილება უნდა ქონდეს კაცს, რომელსაცა სურს აღსრულება ჯეროვნად მოწყალებისა. წარმართნიც და კერპთმსახურნიც კი აძლევენ გლახაკთა მოწყალებასა, მაჰმადის სჯულიც კი მოითხოვს და ასწავლის ამ სათნოებასა; გარნა ჩვენ, ქრისტიანეთაგან სახარება მოითხოვს სხვა ხარისხის და სხვა სახის მოწყალებასა: “იყვენით თქვენ მოწყალენი, ვითარცა მამა თქვენი მოწყალე არს” (ლუკა 6. 36). აჰა, რა გასაოცარსა ხარისხსა მოწყალებისასა მოითხოვს ჩვენგან მაცხოვარი.
|