წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, ამონარიდები
არცა ერთიწოდება, ანუ მდგომარეობა კაცისასა ქვეყანასა ზედა არ არის შეურაცხებელი ანუ დამამამდაბლებელი კაცისა, რომელ ღმერთი მოხედავს შინაგანსა ღირსებასა კაცისასა და არა გარეგანსა მდგომარეობასა მისსა, და რომელ კაცს ყოველსა მდგომარეობას... იხილეთ სრულად
დიდი ცოდვა არის ენის მიტანა და ცუდად შეგონება კაცისა, მეტადრე თქვენ, დედანო ქრისტიანენო, ნუ დაივიწყებთ ამას.
თავის ნათქვამს სიტყვას კაცი უკან ვეღარ დაიბრუნებს. უნდა მძიმედ იფიქროს და მერმედ თქვას ყოველი სიტყვა
როგორადაც გველისა გესლი მოსწამლავს კაცსა და მოჰკლავს, ეგრედვე ხშირად მზაკვრისა ენისა შენისა გესლმა მოსწამლა ზოგჯერ გული კაცისა და მოჰკლა მუნ სიყვარული და მეგობრობა მოყვასისა.
ენით შეცოდება ადვილი არის, დიდს შრომას არ მითხოვს, და თუ ენა დაიმორჩილა კაცმა, მაშინ სხვა ცოდვასაც ადვილად წინააღუდგება.
უფალი ჩვენი არ იქმნება კმაყოფილი ჩვენგან მხოლოდ მით, რომ ენითა ჩვენითა ვევედრებით მას და ვადიდებთ. შენ უწოდებ მაცხოვარსა: უფალო, უფალო და თუ გულწრფელად მიიღებ მას, ვითარცა უფალსა და მეუფესა, მაშასადამე, აღასრულე მცნება მისი: “რასა... იხილეთ სრულად
უფალმან დაგიდვა შენ მცნებად: ნუ სტყუი. მაცხოვარმან სიტყვით და საქმით გასწავა შენ, ვითარცა დიდი ცოდვა არის სიცრუის თქმა; ვითარცა იგი უფალი იყო ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებასა იტყოდა ყოველთვის და თავიცა თვისი შესწირა სიმართლესა ეგრეთვე შ... იხილეთ სრულად
თუ სარწმუნოება და სასოება გაქვს შენ, ძმაო ჩემო, თუ ეკლესიაში მოდიხარ და ლოცულობ ღმერთსა, თუ გამოითხოვ შენდობასა და მოტევებასა ცოდვათა შენთასა, თუ ხშირად ევედრები ღმერთს: „ღმერთო მილხინე მე ცოდვილსა, უფალო, შემიწყალე მე ცოდვილი“, მ... იხილეთ სრულად
სინდისი ანუ ნამუსი აღარ იყო საკმაო დაცემულისა კაცისათვის, რათა ეცნა მას ღმერთი და ჯეროვნად ემსახურა მისთვის. ამისთვის ღმერთმა გამოგვიცხადა ჩვენ ჭეშმარიტი სარწმუნოება და მოგვცა დიდი დაუფასებელი ნიჭი სახარებისა.
ვინც წიგნი იცის, მას აქვს ორი ტალანტი: სინდისსა მისსა მოეხმარება განათლება და სწავლა; ხოლო უკეთუ ვისმე წიგნი არ უსწავლია, მან უნდა ისარგებლოს ერთითა მხოლოდ სინდისითა თვისითა; უკეთუ უსწავლელმა კაცმა სინდისიცა თვისი დააბნელა, აღარ ... იხილეთ სრულად