სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები
სრულყოფილება - ციტატები, გამონათქვამები სრულყოფილება, გამონათქვამები, ციტატები
როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სრულყოფის სრულყოფილებას სიყვარული წარმოადგენს. რა ბევრს ვლაპარაკობთ მასზე და რა ცოტა ვიცით მის შესახებ!
მეცნიერულმა წინსვლამ საბოლოო ჯამში ადამიანი ღმერთთან დააახლოვა. პიროვნებამ დღეს ნათლად იგრძნო, რომ იმაზე გაცილებით მეტი და ძვირფასი რამ სჭირდება, ვიდრე მას ტექნიკის პროგრესი აძლევს, იგრძნო, რომ იგი ბედნიერებისა და სრულყოფისთვისაა ... იხილეთ სრულად
განახლებული ქრისტიანის მიზანი მტკიცე რწმენასთან ერთად, უნდა იყოს სიყვარული, კეთილმოქმედება, სულიერი სრულყოფა, რის შედეგადაც ადამიანი დაუსრულებელ სიხარულსა და ნეტარებას აღწევს.
სამოთხის მცნება კაცს იმისთვის მიეცა, რომ მისი თავისუფალი ნება გამოცდილიყო. უფლის მორჩილების შემთხვევაში იგი იმაზე მეტს მიიღებდა, ვიდრე მანამდე ფლობდა, ანუ კიდევ უფრო დიდ ზნეობრივ სრულყოფას მიაღწევდა.
მხოლოდ მართლმადიდებელი ეკლესიის მადლით არის შესაძლებელი აბსოლუტურ ჭეშმარიტებასთან მიახლება, სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება, ოდენ იგი იცავს განუყოფელი სამოციქულო ეკლესიის რწმენას და ტრადიციებს.
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში.