ილია II
ავტორი: ილია II

დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში, თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი

დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს პიროვნებაში, თანდათანობით იგი თავისუფლდება მიწიერი ყოფითი წვრილმანებისგან და უფრო ფართო ხასიათის პრობლემებით იფარგლება. მისი სულიერი სამყარო იღებს ჯვრის სახეს, რაც გულისხმობს ჰორიზონტალური და ვერტიკალური აზროვნების უნარს.

ჰორიზონტალური მზერა მოიცავს ზრუნვას საკუთარ თავზე, ოჯახსა და ზოგადად მატერიალურზე. მთავარი დადებითი მხარე ამ აზროვნებისა იმაში მდგომარეობს, რომ მასში შედის ზრუნვა მოყვასისთვის.

მაგრამ ადამიანმა ადრევე იგრძნო, რომ მარტო ეს არ არის საკმარისი, რომ სულიერი სიცარიელის დასაძლევად აუცილებელია სწრაფვა ღვთისაკენ, ანუ ვერტიკალური აზროვნება.

ვერტიკალური ჭვრეტა ცისა და მიწის ერთობაა, სრულყოფილების კიბეზე ამაღლებაა, ადამიანის სულისა და ზრახვის ღვთისკენ მიმართვა და მასთან სრული შერწყმაა.

როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური ხედვა აუცილებელია ჭეშმარიტი ბედნიერების მისაღწევად. მათი საშუალებით მორწმუნე უნდა ქმნიდეს თავისი ცხოვრების ჯვარს, რომელიც მანათობელ ვარსკვლავად წარუძღვება წინ

დღეს საინტერესო პროცესი მიმდინარეობს

2