
ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო:
ქადაგებანი იმერეთის ეპისკოპოსისა გაბრიელისა. I ტომი [გვ. 257]
თემა:
ცოდვა
თუ არ მოიშალე შენცა, ძმაო, ცოდვის ქმნა, ცოდვა შეიქმნება ბოლოს შენდა ბატონად და ღმერთად. როგორ
თუ არ მოიშალე შენცა, ძმაო, ცოდვის ქმნა, ცოდვა შეიქმნება ბოლოს შენდა ბატონად და ღმერთად. როგორ გაცხოვნოს შენ ქრისტემან, უკეთუ არა ქრისტე არს შენი ღმერთი, არამედ ცოდვა? მე იმას კი არ გეტყვი, რომ ყოველიფერი სოფლიური საქმე დაივიწყო და ყოველს წამს მხოლოდ ღმრთზედ იფიქრო, არამედ გამხილებ, რომ მხოლოდ ქრისტე იყოს შენი ღმერთი და ნივთი რომელიმე, ანუ ჩვეულება ანუ საქმე არ გარდაიქცეს შენდა ბატონად და ღმერთად
|