
ყოველთვის ის განწყობა იქონიე, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა
ყოველთვის ის განწყობა იქონიე, რაც გულწრფელი ლოცვის დროს გქონდა
ბრიყვები დანაშაულზე იცინიან, მაგრამ მადლი წრფელთა შორის არის.
თ. 13-14
ბავშვივით სუფთა, წრფელი და უმანკო უნდა იყო და არა ბავშვური გონება გქონდეს
ჭეშმარიტების მაუწყებელი თავის სიწრფელეს აცხადებს, ცრუმოწმე კი თავის სიყალბეს.
თ. 11-13
ვინც ეშმაკის გზას დაადგა და იმასთან საკმაო მანძილი განვლო, წრფელ გზას ძნელად უბრუნდება.
რაც უფრო შორსაა ადამიანი ცუდი საქმეებისგან, მით უფრო გულწრფელად წუხს იგი ცუდი საქმეების გამო.
თუ გულწრფელად შეიყვარებ უფალს და განმტკიცდები ამ სიყვარულში, ვერანაირი ვნება ვერ დაგეუფლება.
გულწრფელი აღსარება პირწმინდად ამსხვრევს მტრის ყველა ბორკილს, რომლითაც ცოდვილი არის შეპყრობილი.
უბრალოება არის წრფელი აზრები, მართალი ბუნება და ჭეშმარიტი სიტყვა - არც გამოგონილი და არც წინასწარგამზადებული
ვინს საკუთარ თავს თვითონვე აღიმაღლებს, ამით თავს აბუჩად იგდებს, ხოლო ვინც ყველას წინაშე გულწრფელად დაიმდაბლებს თავს, ის უყვართ.