გულწრფელობა, სიწრფელე - ციტატები, გამონათქვამები
გულწრფელობა, სიწრფელე - ციტატები, გამონათქვამები გულწრფელობა, სიწრფელე, გამონათქვამები
ქრისტიანად ყოფნა ნიშნავს ისეთი თვისებების ქონასაც, როგორიცაა, ერთი მხრივ, თავმდაბლობა, მეორე მხრივ, - უშიშრობა და სხვისთვის თავგანწირვა; ერთი მხრივ, გულწრფელობა და უბოროტობა, მეორე მხრივ, - სიბრძნე და გონიერება, სხვისი აზრის მოსმე... იხილეთ სრულად
უფალი ამბობს: „რომელსა უნდეს... პირველ ყოფა, იყოს ყოველთა მონა“ (მარკ. 10, 44) და თუ უმანკოებითა და სიწრფოებით პატარა ბავშვს არ დავემსგავსებით, ცათა სასუფეველში ვერ შევალთ.
იყავით გულწრფელნი თქვენს ყველა მოქმედებასა და სიტყვაში. ნუ იცრუებთ, სიმართლე ილაპარაკეთ.
მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის. თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შე... იხილეთ სრულად
ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.
სიწრფოებითა და სარწმუნოებით ვთავისუფლდებით უბოროტესი გონებაგაფანტულობისგან, რომელიც სულიწმიდის კეთილი თესლის განმხრწნელია. ყველაფერი ჩვენი რწმენის შესაბამისად ხდება; რასაც ვთესავთ, იმასვე ვიმკით,