1
2
3
image
image
Loading..
 

თემა: წმინდანთა სწავლების კითხვა

1. ესაჭიროება თუ არა ადამიანს სასულიერო ლიტერატურის კითხვა?დიდი მნიშვნელობა აქვს წიგნიერ ცოდნას, წიგნები სინანულის მხსნელ გზაზე გვაყენებენ, რადგანაც წიგნის სიტყვათაგან ვიძენთ ჩვენ სიბრძნესა და კრძალულებას. ეს ის მდინარეებია, რომელნიც კაცობრიობას არწყულებენ თავიანთი სიბრძნით. მიუწვდომელი სიბრძნეა მათში, ნუგეში ჩვენი მწუხარებისა და აღვირი ჩვენი მოთმინებისა. თუკი გულმოდგინედ მოიძიებ წიგნებში სიბრძნეს, აუცილებლად მოიპოვებ საკუთარი სულისთვის უდიდეს სარგებლობას, რამეთუ ის, ვინც წიგნს კითხულობს, ღმერთს და წმინდანებს ესაუბრება
link
image

თემა: ქრისტიანობა

2. დასაშვებია თუ არა დროის სულისკვეთების მიხედვით ქრისტიანობაში რაიმეს შეცვლა? ქრისტიანობაში დროის სულისკვეთების მიხედვით არაფერი არ უნდა შეიცვალოს, არამედ მკაცრად უნდა დავიცვათ ყველაფერი, რაც დასაწყისიდანვე მოგვეცა და არ უნდა ვეძებოთ შეღავათები
link
 

თემა: ეკლესია

3. რომელია უფრო აღმატებული – საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?ხილული წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარდგომილნი.
link
 

თემა: ზიარება

რომელია უფრო აღმატებული – საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?ხილული წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარდგომილნი.
link
image

თემა: ღვინო

4. რისთვის მოგვეცა ღვინო?ღვინო იმისთვის მოგვეცა, რომ ვიხაროთ და არა იმისთვის, რომ უმსგავსოდ მოვიქცეთ, იმითვის, რომ ვიცინოთ და არა იმითვის, რომ დაგვცინონ, ჯანმრთელობის განსამტკიცებლად და არა სნეულების შესაძენად, სხეულის გასამაგრებლად და არა სულის მოსაუძლურებლად.
link
image

თემა: გარდაცვლილთა პატივისათვის

5. როგორ შეიძლება შევეწიოთ მიცვალებულთა სულებს?სარწმუნოებით უნდა აღვასრულებდეთ ხსენებას შესვენებულთათვის და ამგვარად ნუგეშს ვცემდეთ ჩვენს მიცვალებულებს. უწესო გლოვის, უსარგებლო ცრემლებისა და სამარეთა შემკობის ნაცვლად მათთვის საღმრთო წირვას, ლოცვასა და მოწყალების გაცემას უნდა აღვასრულებდეთ, რათა ისინიც და ჩვენც ღირს ვიქნეთ საუკუნო ცხოვრების დამკვიდრებად, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მადლითა და კაცთმოყვარებით. ეს არის ქრისტიანთა წესი, ღვთისთვის სათნო შესაწირავი, მიცვალებულთა შესაწევნელი და ჩვენთვის დიდად სასარგებლო.
link
 

თემა: ჭეშმარიტი ქრისტიანობა,  სულიერი მოძღვარი

7. როგორია სახე საკუთარი მოძღვრისადმი მორჩილი, ჭეშმარიტი სულიერი შვილისა?მართალ ცხვარს არა აქვს რქები, იგი არ ეწინააღმდეგება საკუთარ მწყემსს, არ დრტვინავს, არ ხტუნავს და არ იკბინება. მწყემსს არ უბრაზდება, თუმცა ისჯება კიდეც მისგან, სიტყვას არ უბრუნებს, არ ჩხუბობს და არავის ეუბნება აუგს. ყველაფერში ეთანხმება, მის თვალწინ კეთილსაიმედოდ დადის და საზღვრებს არ სცილდება, უცხო ხმებს ყურს არ უგდებს და არც უცხოებში დაიარება. თავის მწყემსს ისე უსმენს, რომ არავითარი წინასწარი განსჯა არა აქვს. თუმცა, მწირ, ჭაობიან ადგილზე აძოვებენ, არ ილანძღება და არ ჩივის მასზე
link
image

თემა: ცხონება

9. რა მნიშვნელობა აქვს ადამიანის ცხოვნებისათვის ადგილსამყოფელს?ადგილსამყოფელი კი არ აცხოვნებს კაცს, არამედ საკუთარი კეთილი ნება. ადამი, ჩვენი პირველმშობელი, სამოთხეშიც დაეცა ცოდვით, მართალმა ლოთმა კი სოდომშიც შეინარჩუნა კეთილმსახურება.
link
1
2
3
image
image