image
image
1
2
3
4
5
image
image
Loading..
image

თემა: სათნოებები

20. რა სარგებელი მოაქვს ჩვენთვის კეთილმსახური ადამიანების გვერდით ყოფნას?ნელსაცხებელთა და კეთილსურნელებათა გამყიდველთან მისული ადამიანი თვითონაც კეთილსურნელებით აღივსება. ასევე, კეთილმსახური ადამიანების გვერდით მყოფი ზოგჯერ შეუმჩნევლადაც ეჩვევა მათი სათნოებების მიბაძვას.
link
image

თემა: გლოვა ცოდვებისათვის,  სულიერი დაცემა

21. რატომ ესაჭიროება დაცემულ ადამიანს გლოვა საკუთარ ცოდვებზე?გლოვა ის ერთადერთი მსხვერპლია, რომელსაც ღმერთი შეიწირავს კაცის დაცემული სულისაგან, ვიდრე იგი სულიწმიდის მიერ განახლდებოდეს.
link
image

თემა: სინდისი

22. უნდა ვუსმენდეთ თუ არა სინდისის ხმას?ნუ უარყოფ სინდისს, შენთვის ყოველთვის საუკეთესოს მრჩეველს, რადგან ის შენ ღვთისა და ანგელოზთა რჩევას გთავაზოგს, გულის ფარული არაწმინდებისაგან გათავისუფლებს და ამ წუთისოფლიდან გასვლის შემდეგ ღმერთთან ყოფნით გაჯილდოვებს
link
image 23. რატომ არ არსებობს ამჟამად ათონის მთაზე იქ მოღვაწე ღირს მამათა უხრწნელი წმ. ნაწილები?როგორც ამბობენ ამის მიზეზს შემდეგი გარემოება წარმოადგენს: ათონის მთაზე ერთი კეთილმსახური ბერი ცხოვრობდა, რომელიც მდუმარებასა და განმარტოებაში განლევდა დღეებს. მას ჰყავდა მორჩილი, რომელსაც იმავე ცხოვრების წეს ასწავლიდა. ბერის გარდაცვალებიდან ერთი წლის გასვლის შემდეგ, ათონის მთაზე მიღებული წესისამებრ, გახსნეს რა მისი საფლავი, იქ წმინდანის მირონმდინარე უხრწნელი თავი იპოვეს. მრავალმა იწყო ამ სიწმინდის თაყვანისსაცემად სიარული, ისინი ცხებდნენ მირონს და სენთაგან იკურნებოდნენ. ამავე დროს, მომლოცველები მორჩილს მყუდროებასა და განმარტოებას ურღვევდნენ. ამიტომ მორჩილმა თავის განსვენებულ ბერს საყვედურით მიმართა: „მამაო! შენ მთელი ცხოვრების მანძილზე მდუმარებასა და განმარტოებას მასწავლიდი, აღსრულების შემდეგ კი მირღვევ მას“. ამ სიტყვების შემდეგ შეწყდა კეთილსურნელოვანი და მაკურნებელი მირონის დენა და მხოლოდღა ცარიელი ძვლები დარჩა. ამბობენ, რომ ამ დღიდან მოყოლებული ათონის მთაზე ბერთა სამარხებში პოულობნდნენ ყვითელი, თეთრი ან შავი ფერის ძვლებს ან გაშავებულ უხრწნელ გვამს და ამის მიხედვით მსჯელობდნენ განსვენებულთა სულის მდგომარეობის შესახებ
link
image

თემა: მოთმინება

24. რა სარგებლობას მოგვიტანს სიცოცხლეში დათმენილი მწუხარებანი ამა ქვეყნიდან განსვლის ჯამს?მიენდე ღვთის ნებას და მის მსასოებელს არასოდეს სირცხვილეულ–გყოფს იგი. სიცოცხლის ბოლოს მადლობას მიუძღვნი უფალს არა განცდილი სიხარულისა და ბედნიერებისათვის, არამედ მწუხარებათა და ტანჯვათა გამო; და რაც უფრო მეტი იყო ისინი შენს ცხოვრებაში, მით უფრო იოლად და უმტკივნეულოდ განვალს შენი სული უკანასკნელ წამს, უფრო მსუბუქად ამაღლდება ყოვლისმპყრობელთან.
link
image

თემა: სულიერი დაცემა,  სინანული

25. შეუძლია თუ არა ადამიანს დაცემის შემდეგ კვლავ აღდგეს სინანულით?შეუძლია, რადგან ფსალმუნი იტყვის: „მივდერკ ჭენებით დაცემად და უფალმან ხელი აღმიპყრა მე“ (ფსალ. 117, 13). როდესაც ნათან წინასწარემტყველმა ცოდვებში ამხილა დავითი, სინანულში მყოფმა მაშინვე მიიღო შეწყალება: „მონანულმა რქა დავით ნათანს: ვცოდე უფლისა მიმართ; და ჰრქვა ნათან დავითს: და უფალმან აღიღო ცოდვა შენი შენგან, არა მოჰკუდე (II მეფეთა 12, 13). ასეთივე მაგალითს გვაძლევს ამბავი ერთი მეუდაბნოისა, რომელიც წყლის მოსატანად წასული, წყაროსთან ცოდვით დაეცა, მაგრამ სენაკში დაბრუნებისას უმალ შეინანა დაცემა და იმ ჟამიდან კვლავ შეუდგა უწინდელ მოღვაწეობას. მტერი აცდუნებდა მას და თავისი ცოდვის სიმძიმეს უსახავდა, როგორც მოუნანიებელს. მაცდური ცდილობდა ღვაწლისაგან განერიდებიან იგი, მაგრამ ქრისტეს მხედარი არ დაბრკოლებულა თავის გზაზე. ერთ–ერთ ნეტარ მამას ღმერთმა ხილვით ამცნო ეს ამბავი და გამოუცხადა, რომ სათნო ეყო მას ცოდვით დაცემული ძმა მაცდურზე ასეთი გამარჯვებისათვის
link
image

თემა: ღვინო,  მემთვრალეობა

29. მისაღებია თუ არა ქრისტიანისათვის ბევრი ღვინის სმა?ქრისტეს მსახური უნდა მოერიდოს არა მხოლოდ ლოთობას, არამედ ბევრი ღვინის მიღების ჩვეულებასაც, რომელიც განახურვებს სხეულს და აღძრავს მასში პირუტყვულ მოთხოვნილებებს. „ნუ დაითვრებით ღვინითა, რომლითა არს სიბილწე“, – თქვა მოციქულმა (ეფეს. 5.18). ღვინის მიღება ნებადართულია მეტად მცირე ოდენობით. ხოლო ვისაც არ ძალუძს ღვინის ზომიერად მიღებით შემოიფარგლოს, უმჯობესია, თუკი საერთოდ უარს იტყვის მასზე
link
image

თემა: სიმდიდრე,  სიღარიბე,  მწუხარება

28. უცნაური რამაა! ღარიბ–ღატაკთა ჭმუნვის მიზეზი არსობის პურის უქონლობაა, მდიდრები კი, რომლებიც ღვთისგან ბოძებული ყოველგვარი სიკეთით სავსენი არიან, უფრო დიდი მწუხარებებით არიან მოწყლულნი. რას უნდა ნიშნავდეს ეს? ან ვინ არის ამის მიზეზი?ჩვენი სულიერი მდგომარეობა. კაცობრივი გონებისთვის მიუწვდომელი ღვთის განგება ყოველივეს ჩვენს სასარგებლოდ იქმს. უდარდელი ცხოვრება რომ გვქონოდა, თავდავიწყებასა და ამა სოფლის მაცდუნებელ სიმამეებს მივეცემოდით, რომლებიც მხოლოდ ვნებს სულს და ღმერთს გვაშორებს. მწუხარებით შეურვებულ გულს კი, რომელიც ერთგვარად უკვე მკვდარია ამა სოფლისათვის, ვეღარაფერი ატყვევებს. ჭეშმარიტი ნუგეშის ვერსად მპოვნელი, იგი მხოლოდ ღვTისკენ მიილტვის და მისი მოწყალების უზომო სიღრმიდან აღმოივსებს უშრეტ სიხარულს. ღმერთი სიყვარულია და სწორედ ეს სიყვარული აიძულებს ხოლმე მწუხარებანი მოგვივლინოს, რაკიღა ხედaვს, რომ დალხენილი ცხოვრება ჩვენთვის უსარგებლოა. „რომელი uყვარს უფალსა, სწავლის – ამბობს წმიდა წერილი და სტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის“ (იგავ. 3, 12).
link
 

თემა: ლოცვისას გონებაგაფანტულობა,  იესოს ლოცვა

27. იესოს ლოცვის შესრულებისას გამუდმებით გონება მეფანტება, რა სარგებელი შეიძლება მივიღო ასეთი ლოცვისაგან?სარგებელი დიდია. ამ ლოცვას მრავალი ხარისხი გააჩნია: უბრალო წარმოთქმიდან შემოქმედებით ლოცვამდე. მაგრამ ჩვენ თუნდაც უკანასკნელ საფეხურზე ვიმყოფებოდეთ, ისიც მაცოვნებელია. წარმოთქვით იესოს ლოცვა თუნდაც მხოლოდ ბაგეებით და უფალი არასოდეს მიგატოვებთ თქვენ.
link
image
image
1
2
3
4
5
image
image