არ გიშლის წმიდა მოციქული პავლე სრულიად ღვინის სმას, არამედ დაგიშლის მთვრალობას. თვითონ მან მისცა ნება და კიდეც უბრძნა საყვარელსა მოწაფესა თვისსა ტიმოთეს, რომელი დააყენა კვიპრეს მწყემსმთავრად, მცირე ღვინის სმა სტომაქისათვის და სიმრთელისათვის.
წმ. პავლე მოციქული ტიმოთეს მიმართ ეპისტოლეში წერს: "მარტო წყალს ნუკი სვამ, ხანდახან ღვინოც იხმიე"-ო (1ტიმ, 5,23); თუმცა სხვაგან ამბობს, "ნუ დაითვრებით ღვინითა-"ო (ეფეს. 5.18). ზომიერების დასაცავად გონებაა საჭირო. ნუ იტყვი, მაგრამ სადაც თქმა აუცილებელია, ნუ გაჩუმდები
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
ყურძენი და ღვინო ღმერთმა გააჩინა და მოგვცა, რომ ვიხმაროთ იგი ჩვენდა სასარგებლოთ და სასიამოვნოდ. ვინც ზომიერად ხმარობს ღვინოს, მისთვის იგი არის ღვთის ნიჭი და წყალობა, ვინც უზომოდ მიეჩვია მის ხმარებას, ვინც დაემორჩილა მას ისე, რომ ვნებად გარდაექცა ღვინის სმა, ერთი სიტყვით, შეიქმნა მემთვრალე, მას დაეკარგა კაცის ღირსება და მან დაიმსახურა მოძაგება და განკიცხვა ყოველთა კაცთაგან.
ღვინიო მოგვეცა ხორცთა განმაძლიერებელად, არა თუ ხორცთა და სულისა დამხსნელად. კეთილი ნიჭი მოგვანიჭა ღმერთმან, ხოლო ჩვენ უზომოებითა ვჰყავთ იგი შეურაცხ. ისმინე, რასა ეტყვის პავლე ტიმოთეს: "ნუ წყალსა ხოლო ჰსვამ, არამედ ღვინოცა მცირედ იხმიე სტომაქისათვის და ზედას ზედა უძლურებისათვის შენისა". ხოლო უკეთუ ტიმოთე, კაცმან მან წმიდამან უძლურებასა შინა ესოდენსა არა თავს იდვა სმაი ღვინისა ვიდრემდის უბრძანა მოძღვარმან, რაიმცა სიტყვა მივუგოთ ჩვენ ღმერთსა, რომელნი ესე სიმრთელესა შინა ვითრობით?
არა თუ იმ უკიდრეს ზომამდე არ მიხვიდე ღვინის სმაში, რომ სრულიად ჭკუა და გონება დაჰკარგო და აღარ იცოდე რას სჩადიხარ, არამედ მომეტებული, ესე იგი, რაც საჭირო არ არის, იმაზე მეტი ღვინო არ დაჰლიო. „ნუ დასთვრები ღვინითა, რომელსა შინა არს ბილწება“, – იტყვის წმიდა მოციქული პავლე. ესე იგი, მომეტებულ ღვინოს ნუ დაჰლევ, ნუ შეღვინიანდებით. უგრძნობლად დამთვრალი პირუტყვზედ უარესი არის. მასზედ აღარც კი ღირს ლაპარაკი. მე შენ იმას შეგაგონებ, მომეტებულიც აღარ დაჰლიო, ღვინით არ გაახურო სისხლი; ესეც ბილეწება არის და ბილწებაში ჩაგაგდებს.