image

თემა: მზვაობრობა


სწავლა ნა. ცუდად მზვაობრობისათვისვე.

ყოვლისა ბოროტისა მიზეზი არს ცუდად მზვაობრობაი. ამან მოიყვანნა ჰურიანი შურად ქრისტესსა, და ამან კვალად დაარწმუნა მათ. და მოუხდეს იესოს და ჰრქვეს, ვითარმედ: "რად არა იმარხვენ მოწაფენი შენნი". ვივლტოდეთ უკვე, საყვარელნო, ცუდად მზვაობრობისა ვნებისაგან, და უკეთუ ამისგან ვივლტოდეთ, გეენიისაგან განვერნეთ, რამეთუ ესე არს, რომელი აღატყინებს ცეცხლსა გეენიისასა, და ყოველგან განუფენია თვისნი რტონი, და ყოველი ჰასაკი და ნათესავი დაუპყრიეს. ამან ეკლესიანი ზედა ქვე ქმნა, და ქალაქნი და ნათესავნი ამან ვნებამან ცუდად ზვაობრობისამან. ხოლო ვჰსძლოთ ვნებასა ზუდად ზვაობრობისასა: ესრეთ უკვე წინააღუდგინოთ დიდებასა დიდებაი, რამეთუ სიმდიდრესა მაშინ შეურაცხ-ვჰყოფთ, რაჟამს სხვისა სიმდიდრისა მიმართ ვხედვიდეთ, და ცხოვრებასა ამას მაშინ შეურაცხ-ვჰყოფთ, რაჟამს საუკუნო ცხოვრება გულის-ხმა-ვჰყოთ. ეგრეთვე ცუდი დიდება მაშინ დავსთრგუნოთ, უკეთუ მერმისა მის დიდებისა სურვილი გვაქვნდეს, და რამეთუ კაცთა დიდება ამაო არს და ცუდი ოდენ ხასელი აქვს, და საქმე არა. ხოლო ზეცისა იგი დიდება ჭეშმარიტ არს, და არა თუ კაცნი, არამედ ანგელოსნი, და მთავარ ანგელოსნი, და ანგელოსთა მეუფე იყოს მაქებელად ესევიარისა.
    უკეთუ იგი საუკუნო დიდება და იგი მსაჯული გულის-ხმა-ჰყო, ვერა რამან სოფლისა საქმემან გაცთუნოს შენ. რამეთუ სოფელსაცა ამას ვინმცა აღირჩია წინაშე მეფისა მდგომარეთაგანმან, რომელსა თვით მეფე და ყოველნი მსახურნი მისნი აქებედ, რათამცა აღირჩია მან ქება ბუზთა და მუმლთა? ქებასა მას თანა მეფისა და მხედართასა. არამედ რომელთა ესე უნდოებაი კაცობრივთა საქმეთა ვიცით, ყოვლითა ღონის ძიებითა საუკუნო იგი და მიუწთომელი დიდება ვიძიოთ, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი, უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები