image

თემა: მზვაობრობა


სწავლა ნბ. ცუდად მზვაობრობისათვისვე.

ვივლტოდეთ, ძმანო, ცუდად მზვაობრისა მხეცისაგან მარადის, რამეთუ მზაკვარი არს და მრავალფერი, და ყოველსა ადგილსა მიჰფენს თავის გესლსა და სახესაცა შინა და შვებასა და შვენიერებასა ხორცთასა. ცუდად მზვაობრობისათვის უმეტეს სახმართასა ვეძიებთ, ცუდად მზვაობრობისათვის არს შვენიერება სამოსელთა საძიებელ, ცუდად მზვაობრობისაგან გარდაემატა გარდაემატა ჩვენ შორის ანგაჰარებაი. არამედ ერიდე ამას ბოროტსა, ჰოი ძმაო, და უკეთუ გნებავს რათა დიდება გაქვნდეს, იქმოდე სათნოებასა, იქმოდე მოწყალებასა. მაშინ გაქონ შენ ანგელოსთა და კაცთა, და თავადმან ღმერთმან შეგიწყნაროს. რამეთუ ვიდრემდის ხორცთა ამკობდე, ამაო არს შრომა შენი და ხარ ცუდად მზვაობრობასა შინა. ხოლო უკეთუ გლახაკთა ზედა წარაგებდე, ყოვლით კერძო დიდ ჰყო ქება შენი. რაისათვის ამკობ ხორცთა, ჰოი კაცო, ცუდად მზვაობრობითა და სული შენი უდებ გიყოფიეს და არა წმიდებითა სავსე არს?რამეთუ უმეტესი მოსწრაფება სულისა შემკობისათვის ჯერ იყო ქმნად, ხოლო ჩვენ დაღაცათუ უმეტესი არა ვჰყოთ, გარნა სწორად ხორცთა ვიღვაწოთ სულიცა.
    მოაქციე, ძმაო, ესე სამკაული შინაგან, და შემოსე სულსა, რამეთუ ხორცთა არას არგებენ ძოწეულნი და პორფირნი, არცა სიმრთელესა მისცემენ, არცა შვენიერებასა, რამეთუ შავსა ვერ განასპეტაკებს და უშვერს ვერ განაშვენებს. ხოლო სულსა, უკეთუ შემოსო, მეყვსეულად განასპეტაკებს მას, დაღაცათუ შავი იყოს, განაშვენებს, რამეთუ იტყვის უფალი: "უკეთუ იყვნენ ცოდვანი თქვენნი ვითარცა მეწამულნი, ვითარცა თოვლი განვასპეტაკო". მიეც უკვე, ძმაო, მოწყალება და აჰა შენი ყოველივე წმიდა იყოს, და შვენიერ, და კეთილ, რათა ესრეთ შემკობილი პორფირითა გვირგვინოსანი იქცეოდე სავანეთა მათ ზეცისათა, კეთილთა მათ მიუთხრობელთა, რომელსა ღირსმცა ვართ ყოველნი პოვნად, მადლითა და კაცთ-მოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა არს დიდება და სიმტკიცე თანა მამით და სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის, და უკუნითი უკუნისამდე, ამი
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები