ავტორი:
წმ. ნიკოლოზ სერბი(ველიმიროვიჩი)
თემა: ცხოვრების არსი
რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, მაინც სიმართლეა: ჩვენ ამქვეყნად იმისათვის მოვდივართ, რათა მისგან თავი ვიხსნათ. ისევე, როგორც ადამიანები ომში იმიტომ კი არ მიდიან, რომ ამით თავი შეიქციონ, არამედ თავი იხსნან მისგან!
დიდი სიკეთისათვის მიდიან ადამიანები საომრად; მიწიერ სიცოცხლეზე მეტი მადლისათვის, მარადიული და უკეთესი ცხოვრებისათვის ვიბადებით ამქვეყნად.
ჭეშმარიტი ქრისტიანები თავიანთ ცხოვრებას ყოველთვის სამხედრო სამსახურად თვლიდნენ. როგორც ჯარისკაცები ითვლიან თავიანთი სამსახურის თითოეულ დღეს და სიხარულით ფიქრობენ შინ დაბრუნებაზე, ასევე ქრისტიანებს გამუდმებით ახსოვთ საკუთარი სიცოცხლის დასასრული და ზეციურ სამშობლოში დაბრუნება