image

თემა: ცხოვრების არსი,  წუთისოფელში ცხოვრების მიზანი

რაში მდგომარეობს ამ ცხოვრების აზრი?
იმაში, რომ თავი მოვამზადოთ ჩვენი სამშობლოს - ზეცისა და სამოთხისათვის. მთავარი ისაა, რომ ადამიანმა დაიჭიროს ცხოვრების ეს უღრმესი აზრი, ესაა სულის ცხონება. თუ ადამიანი ღმერთსა და მომავალ ცხოვრებას იწამებს, გააცნობიერებს, რომ ეს დროებითი ცხოვრება ამაოა და საზღვარგარეთის პასპორტს მოიმზადებს სხვა ცხოვრებისათვის. ჩვენ გვავიწყდება ის, რომ ყველანი იქ უნდა წავიდეთ. აქ ფესვებს ვერ გავიდგამთ. ეს ჟამი იმისთვის არაა, რომ ღიღინში განვლიოთ, არამედ იმისათვის, რომ გამოცდები ჩავაბაროთ და სხვა ცხოვრებაში გადავიდეთ. ამიტომაც ჩვენს წინაშე უნდა იყოს შემდეგი მიზანი: მოვემზადოთ ისე რომ, როცა უფალი მოგვიხმობს, მშვიდი სინდისით წავიდეთ, ვიკმეოდეთ ქრისტეს მიმართ და მუდამ მასთან ვიყოთ.
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები